emiliane vafidisi 3

არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი) – რა არის ლოცვა?

თუ ჩვენ ლოცვა არ ვისწავლეთ, მაშინ განუზომელი იქნება ჩვენი უბედურება! ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა რაც კი შეიძლება რომ შეგვემთხვას. თუკი დავუშვებთ, რომ აფეთქდებიან ვარსკვლავები, განადგურდებიან გალაქტიკები, ეს კიდევ უფრო ნაკლები კატასტროფა იქნება ჩვენთვის, ვიდრე ის, რაც გვემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ლოცვა არ ვისწავლეთ. ამ მდგომარეობაში საფრთხე გარდაუვალია.

რა არის ლოცვა? ეს არის სულის მდგომარეობა. როგორც ფილტვები სუნთქავენ, ზუსტად ასე სუნთქავს ლოცვით ჩვენი სული. რატომ მოვედით მონასტერში? იმიტომ, რომ აქ ლოცვითი ატმოსფეროა გამეფებული და ყველაფერი ლოცვით აღესრულება. თუ არ არის ეს ატმოსფერო, ან არასწორი მიმართულებით მიდის, მაშინ როგორ მივაღწევთ სულიერ წარმატებას? სწორ ლოცვას ყველაფერი წესრიგში მოჰყავს. განაგდებს ნებისმიერ სირთულეს, პრობლემას, ტანჯვას, ცოდვებს. მას ყველაფრის დალაგება შეუძლია და სასწაულებსაც კი ახდებს ჩვენს გზაზე.

ლოცვა ყველაფერია! თუ არ ვლოცულობ მაშინ არაფერს არ ვაკეთებ და ყველაფერი კატასტროფულად და თვითგანადგურებით დასრულდება

(ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)