ზაქარია ზაქარუ2

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – ადამიანის გული მისი პიროვნების ცენტრია

ბიბლიური ანთროპოლიგიისა და მართლმადიდებლური გარდამოცემის მიხედვით, ადამიანის გული – მისი პიროვნების ცენტრია. გულში აღესრულება არჩევანი და იქ ხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება. იქ ხვდება ადამიანი ღმერთს და სწორედ გულში ნებავს ღმერთს დამკვიდრება. ღმერთი გარდაქმნის გულს თავის სამკვიდრებლად და აფართოვებს თავისი მადლით, რათა ადამიანმა საკუთარ თავში მოიცვას მთელი სამყარო.

ის, ვისაც წმინდა გული აქვს, არასდროს აწყენინებს მოყვასს, რადგან იცის, რომ ეს მის სულს დაამახინჯებს. არამედ აღიქვამს მას, როგორც საკუთარ თავს. მან იცის სულიერი ცხოვრების დიდი საიდუმლოება, რომ არაფერია საჭირო გარდა იმისა, რომ მივუძღვნათ შემუსვრილი და დამდაბლებული გული ღმერთს და ის საბოლოოდ გარდაქმნის და განწმენდს მას. ასეთ გულში ღმერთის მყოფობის კვალი არასდროს ქრება.

როდესაც ადამიანი გულს უხსნის ქრისტეს და ის მკვიდრდება მასში და რადგანაც გული ადამიანის არსების ფესვია, მაშინ საღმრთო მადლით ის თავისი გულის ბატონი ხდება და აქედან გამომდინარე მთელი თავისი ბუნებისაც. ამით ის საღმრთო ტაძარს აშენებს თავის სულში. ის თავისუფალია და აღარ უნდა, რომ შესცოდოს, არა იმიტომ, რომ ცოდვა აკრძალულია და ზნეობრივი თვალსაზრისით მიუღებელი, არამედ იმიტომ, რომ მას არ უნდა მასში არსებული ტაძრის დანგრევა.

 

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)