IMG 5885 1

მარტოობისა და ღვთის იმედის შესახებ – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

აი, კითხვა:  რა უფრო სასარგებლოა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც იმედგაცრუებულია ადამიანებში – განეშოროს ყველას და არავის  შეხვდეს, ახალი პრობლემებისგან  თავის დაზღვევის მიზნით საკუთარ თავში ჩაიკეტოს, თუ მაინც დაამყაროს სოციალური კავშირები, შევიდეს ადამიანებთან ურთიერთობაში და ახალი იმედგაცრუებების არ შეეშინდეს?

როგორ ფიქრობთ, სულიერი მარტოობის გრძნობა და საყვარელ ადამიანებთან გაუცხოება
სწორი მოტივაციაა ახალგაზრდისთვის მონასტერში წასავლელად?

ჯერ მეორე კითხვას ვუპასუხოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ შეუძლებელია ემოციების ტყვეობაში მყოფმა ადამიანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.  ანუ, თუკი ადამიანი განიცდის იმედგაცრუებას ადამიანებში და მარტოსულად, იზოლაციაში ცხოვრობს, ეს, არ არის საუკეთესო დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად — დაქორწინების ან მონაზვნობის გადასაწყვეტად. ის, უნდა დაელოდოს, სანამ მის სულში მშვიდობა და ჰარმონია აღდგება და მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიეროს, თუ რა სურს მას ცხოვრებაში. შემდეგ კი, თავისუფალი ნებით გააკეთოს ის, რაც ჩაიფიქრა. ძალიან დაჩაგრული, ან ძალიან გახარებული ადამიანი ყოველთვის ცდება თავის გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, ერთ სწავლებაში ნათქვამია: არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილებები, როდესაც განაწყენებულნი ან აღტყინებულნი ხართ, რადგან, როგორც წესი, მოგვიანებით ინანებთ.

ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს მიუღია მნიშვნელობანი გადაწყვეტილება სიხარულისა და აღელვების ფონზე , მაგრამ შემდეგ აღმოჩენილა, რომ ეიფორიამ გაირა. მონაზვნური ცხოვრება კი საკმაოდ რთულია. მისი სირთულე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ღამე ვდგებით, მეტანიებს ვაკეთებთ, ხორცს არ ვჭამთ და ვმარხულობთ — ეს ყველაფერი საერთოდ არ არის რთული. მონაზვნური ცხოვრების სირთულე სულ სხვა რამეშია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული — ჩვენში აღმართული კერპის დამხობაა. როდესაც ადამიანი მონაზონი ხდება,ის აცნობიერებს, რომ მისთვის პრობლემების წყაროა საკუთარ თავზე არსებული წარმოდგენები. თუკი აქამდე ის ფიქრობდა, რომ ძალიან კარგი ადამიანია, სათნო, სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს , მონაზვნობაში ეს ყველაფერი  ინგრევა და სრულ კრახს განიცდის.  აუცილებელია უდიდესი სულიერი ძალა, რომ ამ ყველაფერს (კერპის ნგრევას) გაუძლო. აუცილებელია განსაკუთრებული სულიერი ძალა, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ. იმიტომაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ახლა ხედავ თუ რას წარმოადგენ სინამდვილეში – საკუთარი თავზე ამ ყველაფერს ვერც იფიქრებდი. თქვენ საკუთარ თავში ხედავთ ყველა მანკიერებას, ყველა ვნებას, აზრს, ყველაფერს უცნაურსა და უჩვეულოს, რაზეც არც კი დაგიშვიათ, რომ ეს შეიძლება თქვენში ყოფილიყო.

siluan atoneli 3 e1589226539223მაშინ ადამიანს საკუთარ თავთან კითხვა უჩნდება: „რა მემართება? რატომ?“. იმისთვის, რომ  ადამიანი განახლდეს, ის სიმდაბლის სიღრმეში უნდა ჩაიძიროს. ერში ამის სწავლა ძალიან რთულია. ადამიანის ცხოვრება ხშირად ტრაგიკულია და ამ ტრაგიკულ დროს,  მას მხოლოდ ერთი რამ რჩება.   ეს არის  – რწმენა. გაიხსენეთ წმინდა სილუან ათონელი, როგორი გამოცდილება ჰქონდა ჯოჯოხეთისა და ამ დროს, სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფს უფალმა ასწავლა როგორ მოქცეულიყო სიტყვებით: ”ამყოფე გონება შენი ჯოჯოხეთში და სასო არ წარიკვეთო“.  ადამიანისთვის ღვთის იმედი სამაშველო რგოლს წარმოადგენს; ადამიანი ვერ დაეყრდნობა საკუთარ თავს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ უიმედობის მდგომარეობა განიცადო. კარგია იმედის არსებობა, ტრაგედიაა სასოწარკვეთილება.

მე ხშირად ვიმეორებ: ის, რასაც ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ ვხედავთ და რითაც ვცხოვრობთ – მე აქ, ადამიანის მოკვდავობაზე ვსაუბრობ, რომლის შეგრძნებაც, ხანდახან თვითგანადგურებისკენ უბიძგებს – ამას წმინდანებიც განიცდიან, მაგრამ ერთი განსხვავებით. ისინი ერთადერთი იმედით იტანენ [ძლევენ] საკუთარ მოკვდავობას – ღვთის იმედით.

დღეს, ადამიანები გრძნობენ საკუთარი სიცოცხლის შეზღუდულობას და სასოწარკვეთილებაში მყოფებს ერთადერთი იმედი რჩებათ – სიკვდილი. ასეთ ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია და ამიტომ, ან თვითმკვლელობაზე მიდის ან თვითგანადგურების  სხვა საშუალებებს პოულობს, როგორიცაა: წამლები, ნარკოტიკები და ა.შ მისთვის მთავარია, რომ ამ სიცარიელეს თავი დააღწიოს. მაგრამ ვერ გაექცევა საკუთარ თავში არსებულ რეალობას და იწყებს შემცვლელის ძებნას: სასმელში, მარიხუანაში, თამბაქოში… — აქ ეძებს ნუგეშს.

ცხოვრების ტრაგიკულობას მონაზვნები გაცილებით მძაფრად და რეალურად განიცდიან. თუმცა, ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიდის გამძლეობის ზღვართან/ ხდება მაგრამ იცით რას გეტყვით? ეს უბრალოდ მშვენიერია, შესანიშნავია!

რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ ადვილი ხდება ყველაფერი. თითქოს შენზე დიდმა სატვირთო მანქანამ გადაიარა. შემდგომ პატარა მანქანა რომ გადაგივლის, იმას უკვე ვეღარ იგრძნობ. ის შენზე ვერანაირ ზეგავლენას ვეღარ ახდენს.  მხოლოდ ღვთის იმედითაა შესაძლებელი საკუთარ თავში ჩაღრმავებული, სასოწარკვეთილებას მიღწეული ადამიანის აღდგინება.  თუკი ღვთის იმედი არ არსებობს, მაშინ შენ იძულებული ხარ, რომ სხვა რამეს დაეყრდნო.

მარტოობის პრობლემის მოგვარება სწორი კომუნიკაციის სწავლაში მდგომარეობს. უნდა ვისწავლოთ, თუ  როგორ ვიურთიერთოთ სწორად სხვა ადამიანებთან, და რაც მთავარია – ღმერთთან, რომელიც ჩვენი მამაა. ასე რომ, თუკი არსებობს ღმერთთან სწორი ურთიერთობა, მაშინ ღვთის მყოფობის შეგრძნება ავსებს ადამიანს, აძლევს ყველაფერს, რაც მას აკლია.  მაშინაც კი, როდესაც ვინმე ატკენს და იმედს გაუცრუებს მას. დიახ, ის შეიძლება გაბრაზდეს, თუმცა არასდროს მიაღწევს სასოწარკვეთის ზღვარს, რადგან ძალიან ბევრს არც მოელოდა. ის არასდროს იქნება იმედგაცრუებული ღმერთით, რომელიც უღალატო მეგობარია.

ტრაგედია ის არის, რომ ჩვენს გულს ყოველივე ამქვეყნიურით ვავსებთ.  ხოლო შემდეგ დგება დრო, როდესაც იმედი გვიცრუვდება – არა იმიტომ, რომ ადამიანები არიან ცუდები. არა, ისინი არ არიან ცუდები, ისინი ძალიან კარგები არიან, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ მათზე, ვინც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ჩვენს მოლოდინებს.  მათ არ აქვთ ძალა, ან ვერ გრძნობენ იმას, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. იცით თქვენ, რამდენად ტრაგიკულია გიყვარდეთ ვინმე და გსურდეთ, რომ მასაც ასევე უყვარდეთ, მაგრამ მას ეს არ შეეძლოს?

— მე შენ ასე მიყვარხარ – ხოლო შენ არ გიყვარვარ!

კარგია გიყვარდეს, მაგრამ ძალით ვერავის შეაყვარებ თავს. არ არსებობს ღილაკი, რომელსაც დააწვები და შეგიყვარებს. შენ შეგიძლია გიყვარდეს, გინდოდეთ დაქორწინება, მთელი შენი არსება იმისკენ მიისწრაფვის, რომ შენს სიყვარულს ყველგან ხედავდე, წიგნებში – რომელ წიგნსაც გადაშლი, ხედავდე იქაც – საჭმელშიც კი, ქვაბშიც. მაგრამ შენი სიყვარულის საგანი სხვას გრძნობს. ან სხვა ადამიანთან არის დაკავშირებული, ან არ გრძნობს იგივეს შენს მიმართ. აქ როგორ მოვიქცეთ? დავასრულოთ ცხოვრება თვითმკვლელობით? რა მოგვდის ჩვენ, როდესაც ის ვინც გვიყვარს, იგივეთი არ გვპასუხობს?

ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.  თქვენ გყავთ ოჯახი, გაქვთ ბრწყინვალე ურთიერთობა, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ და წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ რაღაც მომენტში, ერთ-ერთმა მეუღლემ მეორეს უღალატა. რა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? დასრულდა ჩვენი სიცოცხლე? სასო წარვიკვეთოთ? გავხდეთ მაქსიმალურად ეგოისტები? და დავუშვათ ჩვენში ყველა არაჯანსაღი, მახინჯი, მტკივნეული, დამანგრეველი განცდა? ან თუ შენი ან შენი მეორე ნახევრის სიცოცხლის ბოლო წუთები დგება ან სხვა რაიმე ტრაგიკული ხდება? დამთავრდა ამით ყველაფერი? თუკი ეს ყველაფერი მთელ ჩვენს  არსებას მოიცავს აუცილებლად სასოწარკვეთილება მოვა. მასთან ერთად კი – შიში, გაურკვევლობა, შფოთი და სტრესი. რატომ? იმიტომ, ჩვენ ისე ავაწყვეთ ჩვენი ცხოვრების წესი, რომ სიცოცხლის მიზნად სხვა რაღაც გავხადეთ,ის რაც წაგვერთვა და შესაბამისად ჩვენთვისაც ყველაფერი დამთავრდა.  ვამბობთ ხოლმე: „ოღონდ იყოს ჯანმრთელობა“ – მაგრამ განა ასეთი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა? ყოველთვის კარგად ვიქნებით? რა თქმა უნდა, ერთ დღეს მასაც დავკარგავთ. და რას ველოდებით? რომ 80 წლის ასაკში აბსოლიტურად ჯანმრთელები ვიქნებით? გარკვეულ დროს შენი ჯანმრთელობა გაურესდება. დადგება მომენტიც, როდესაც საკუთარ შვილებში, მეუღლეში, სამსახურში ან საკუთარ თავშიც კი შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს და ეს იმედგაცრუება  შენთვის დაღუპვის ტოლფასია, იმიტომ რომ მთელი შენი სულის ძალები ამაში ჩადე.

მაგრამ ღვთის პირველი და მთავარი მცნება ხომ არის – შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. თუ  ღმერთს მთელი არსებით შევიყვარებთ და მას სრულად ვენდობით, ყველაფერი დანარჩენი მოგვეცემა. ღმერთი ადამიანისთვის ის მყარი საფუძველია, რომელიც არასდროს შეირყევა;  თვით სიკვდილსაც კი არ შეუძლია ცოცხალი რწმენის დამარცხება. ასე რომ, ძლიერი, ცოცხალი რწმენის შემთხვევაში, ადამიანი წარემატება და ყველა ცხოვრებისეულ წინააღდეგობას გადალახავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულგრილი იქნება, უბრალოდ მის გრძნობებს  განსაზღვრული ზღვარი ექნება და თავისი შინაგანი მდგომარეობით იტყვის: „როგორც ღმერთს სურს; რაც ღმერთს სურს; ასეთია ღვთის ნება“. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. ასეთი რწმენა ჩვენში სიმშვიდეს ბადებს; გვშორდება შიში და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რწმენის მიერ ღმერთს ჩვენში მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. მაგრამ თუკი  ყველაფერის მოწყობას და დალაგებას საკუთარ თავზე ავიღებთ, მაშინ სავსებით მოსალოდნელი იქნება, რომ ყველაფერი ჩამოიშალოს.

medium.com დეპრესიაამიტომ, არაჯანსაღია, როდესაც ამ ახალგაზრდულ გრძნობებს  ავყვებით და ვმარტოვდებით,  ვიკეტებით ოთახში, გარეთ არ გამოვდივართ და საჭმელს კართან გვიტოვებენ.  დედაც კი  წერილობით საუბარზე წერილს გვიტოვებს: „ისაუზმე“ .

დიახ, ეს ცუდი და არაჯანსაღია – არ მოიქცეთ ასე!  პრობლემის არსი სხვა რამეშია. აი, დავუშვათ,  განეშორე ყველას ან  სახლიდან წახვედი  – და რა? არც არაფერი. აირჩიე საშუალო გზა, პრობლემას ჩაუღრმავდი და გააცნობიერე, რომ პრობლემა ის კი არაა, რომ ვიღაცამ იმედები გაგიცრუა, არამედ ის, რომ შენ არ გაქვს ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა.  ეს არის პრობლემის არსი, ეს არის ის გამოსავალი, რასაც ყოველთვის გვთავაზობდა ეკლესია. ასე რომ,  ქრისტეს ეკლესია თანამედროვეა და თანამედროვე ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ყველაზე აქტუალურ კითხვებსაც პასუხობს.

დღევანდელი ახალგაზრდები გულმხურვალედ ეხმიანებიან ყველა მოვლენას, აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს,  რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმიტომ, რომ ამ დინამიურ ცხოვრებას ახალგაზრდა ადამიანი ცოცხალი ღმერთის შემეცნებამდე მიჰყავს. ამიტომაცაა, რომ დღეს ბევრი ეკლესიის წევრიც ხდება. სოციოლოგები კი გაკვირვებულები კითხულობენ: „ასეთი რა მოხდა?“  დაე, თავად გაარკვიონ რაც მოხდა. ასე რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და ეს ფაქტორი – ღმერთია. მეორე კი – ადამიანის სულია. და ეს ორი ფაქტორი პირდაპირ და პარადოქსულად არის  დაკავშირებული ერთმანეთთან. ახალგაზრდა ადამიანის სული ინტუიციურად გრძნობს, რომ არის რაღაც, რაც მასე ასე აკლია და როდესაც ღმერთს შეხვდება, ყველაფერი ავტომატურად მეორე ადგილზე ინაცვლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ქრისტეს ვხვდებით, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი აუხსნელად იცვლება.  უფროსი ადამიანები კითხულობენ:

— რა ჭირს ჩემს ბიჭს? ადრე სახლში ვერ ნახავდი, ყოველთვის დილაუთენია ბრუნდებოდა, ნერვიულობდა წვრილმანების გამო… ეცოტავებოდა ერთი გოგონა – ათი უნდოდა. რატომ არ არის ახლა ასე?! რა ჭირს?  ფსიქიატრი სჭირდება ალბათ!

იცვლება მისი საჭიროებები, აღქმები, გრძნობები, იცვლება მთელი მისი არსება, მისი დამოკიდებულება სამყაროსთან, საკუთარ თავთან, ახლობლებთან, საკუთარ სხეულთან, სხვის სხეულთან. გრძნობათა ყველა ეს ცვლილება ვერ აიხსნება. თუ თქვენ ამოიღებთ ღვთის მადლის მოქმედებას გამოვრიცხავთ, მაშინ მართლაც საჭირო იქნება სადმე კონსულტაციაზე წასვლა, რადგან ამ ყველაფერს სხვა ახსნა არ აქვს.

არსებობს ორი უკიდურესობა. პირველი თავდაცვის მიზნით საკუთარ თავში ჩაკეტვაა, რასაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე მივყავართ, ხოლო მეორე –  სრული აშვებულობა, რასაც ადამიანის შინაგანი სამყაროს სრული რღვევა მოაქვს.  მიდი და შეაგროვე შემდეგ ეს დანგრეული ნაწილები!  ძალიან რთულია საკუთარი თავის ხელახლა აღშენება. აუცილებელია შუალედური გზა, ჰარმონია, და არა ერთი ან მეორე უკიდურესობა. უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ვგრძნობდეთ ღმერთთან ურთიერთობის სასიცოცხლო აუცილებლობას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ, გვესმოდეს, სად იწყება და მთავრდება  სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.თუ  რას უნდა ველოდეთ სხვა ადამიანებისგან და საკუთარი თავისგან.  როდესაც რაღაც მოხდება იმედი არ უნდა გაგვიცრუვდეს, არამედ მივიჩნიოთ, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა.

ერთხელ ათონის წმინდა მთაზე ერთ მონასტერში მივედი.  გარეგნულად მან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა: ყველა მონაზონი მომღიმარი, თავაზიანი, ახალგაზრდა, განათლებული, მათ შორის იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგებიც, ექიმებიც, ასე რომ გაგეფიქრება, რომ ამ მონასტერში სიხარული მეფობს. შევხვდი წინამძღვარს, რომელიც ავად იყო, ლოგინში იწვა და ვკითხე:

– როგორ მიგდის საქმეები მამაო? როგორ ცხოვრობ?

– კარგად! – მპასუხობს.

ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და ის მეკითხება:

– მოგწონს ჩვენი მონასტერი?

– შესანიშნავი სავანეა! რა კარგი მონაზვნები არიან, ყველა იღიმის!

ხოლო მან მიპასუხა:

– იცი რას გეტყვი? ეს გარეგნულად გამოიყურებიან ასე, მაგრამ თუ უფრო ღრმად შეხედავ, ეს საშინელი ბრძოლის ველია და ღუმელია, რომელშიც ისინი იწრთობიან.

და მართლაც, ეს საოცრად ლამაზი მონასტერი ათონის მთის ერთ-ერთ ყველაზე ასკეტურ მონასტრად ითვლება. ეს ყველაფერში ვლინდება. იქ  არის საკმაოდ მკაცრი წესები, რაც გარეგნულად საერთოდ არ ჩანდა. რატომ? ზუსტად იმიტომ, რომ სულიერი მოვლენები განსხვავდება ამქვეყნიურისგან. მაგალითად, სულიერი ბრძოლა სრულიად განსხვავდება საერო განსაცდელისგან.

ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ამიტომაც თითოეული თავისებურად, საკუთარი ხასიათიდან და ემოციურობიდან გამომდინარე განიცდის ამას. ზოგს ეს პირველი დღიდანვე ეწყება, ზოგს – მოგვიანებით. ეს ღვთის განგებულებით ხდება. ყველა არ განიცდის ერთსა და იმავე ბრძოლას. არიან ადამიანები, რომლებიც უძლებენ განსაკუთრებულად ბევრ ომს და ამასთანავე საკმაოდ ძლიერსაც. ისეთს, რომლის დაჯერებაც რთულია.

წმინდა სილუან ათონელი ამბობს: „რომ მცოდნოდა თუ როგორ ღამეებს გადავიტანდი მონასტერში, ერთხელაც კი არ დავრჩებოდი! მიუხედავად ამისა აქ, ათასობით ღამე გავატარე“.  მან ამ ყველაფერს ღვთის მადლით გაუძლო. მადლის გარეშე ყველაფერი აუტანელი გახდებოდა. მაგრამ, ჩემო შვილებო, ეს რაც არ უნდა საშიში ჩანდეს, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ.

გახსოვთ, ძველ აღთქმაში მოთხრობილი სამი ყმაწვილის ამბავი, რომლებიც ბაბილონის მეფემ ღუმელში ჩაყარა, სადაც აალებული ცეცხლი, 40 წყრთის სიმაღლეზე ადიოდა? წარმოიდგინეთ: 40 წყრთა! ეს რამდენი მეტრია? თითქმის 25. 25 მეტრიანი ალი. – არავის შეეძლო ღუმელთან მიახლება.  ეს ახალგაზრდები კი ამ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ჩაყარეს და მოხდა სასწაული. ღუმელში ტენიანმა ქარმა დაუბერა, რომელმაც ეს ალი განაგდო. ყველა ფიქრობდა, რომ ახალგაზრდები მოკვდებოდნენ, ისინი კი ცეცხლში გალობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.

იგივე ხდება იმ ადამიანთან, რომელიც სულიერ მოვლენებს განიცდის. უცხოსთვის ეს საშინლად გამოიყურება, მაგრამ ამ ყველაფერთან  შინაგანად შეჯახებისას, რაღაც უცნაურს განიცდი, ისე რომ, თითქოს არც კი გრძნობ ამ ყველაფერს. ეს პარადოქსულია, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება ეკლესიაში. არსებობს სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიღარიბე და სიმდიდრე, ასკეტიზმი და მხიარულება. ადამიანმა გაიარა ეს საშინელი განსაცდელი და არ გაექცა რადგან საკუთარ გულში ქრისტეს შეხება იგრძნო.მონაზვნობა 1 სტატიებისთვის 1

ამ ყველაფრის საფუძველი ცოცხალი რწმენაა. თუკი ადამიანს რწმენა არ გააჩნია, მას არაფერი გამოუვა. ამიტომაც ადამიანებში იმედგაცრუებული ვერასდროს შეძლებს მონაზვნობას. მონაზვნები საკმაოდ ოპტიმისტური ადამიანები ხდებიან. ისინი, რომლებიც არათუ იმედგაცრუებულნი არიან, არამედ მეტსაც ვიტყვი: აბსოლტურად დარწმუნებულები არიან, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევენ, მაგრამ მათ შეგნებულად თქვეს ყველაფერზე უარი.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.