ლოცვა სკვნილი

უცნობი ათონელი მეუდაბნოე – ჩვენ იმიტომ ვლოცულობთ, რომ სიცოცხლეს ვესწრაფვით და ღმერთთან საუკუნოდ ყოფნა გვსურს

ლოცვით ჩვენ გონების აბსოლიტურ არარაობამდე მიყვანას არ ვესწრაფვით: ჩვენ მისი [გონების] გულში ჩაყვანა და ღმრთის მადლის სულში მოპოვება გვსურს, საიდანაც იგი სხეულზეც ვრცელდება. ”სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს” (ლუკა.17:21).

სხეული – ჩვენი ეკლესიის სწავლებით – ბოროტება არ არის; ბოროტება ხორციელი გონებაა. იგი [სხეული] ”სულის სამოსელი” არ არის, როგორც ფილოსოფიური მოძღვრებანი ამბობენ და მის შემოძარცვას კი არა, ხსნას უნდა ვცდილობდეთ, რამეთუ სრული ადამიანის ცხონებაში, როგორც მისი სული, ასევე სხეულიც იგულისხმება, შესაბამისად ჩვენ სხეულის მოკვდინებას არ ვესწრაფვით, არამედ მისთვის მსახურების წინააღმდეგ ვიბრძვით.

სიცოცხლის დაღუპვა არ გვსურს. ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნას არ ვესწრაფვით, რომ ტანჯვათა შეწყვეტისათვის სიცოცხლის სურვილი აღარ გვქონდეს – ჩვენ იმიტომ ვლოცულობთ, რომ სიცოცხლეს ვესწრაფვით და ღმერთთან საუკუნოდ ყოფნა გვსურს.

ჩვენ გარემომცველი სამყაროსადმი გულგრილნი არა ვართ. ჩვენ ყველასთვის განუწყვეტლივ ვლოცულობთ. მთელი მსოფლიოსთვის ვტირით. ცხონება – ქრისტესთან ერთობაა. ჩვენ სხვა ადამიანებთან ვურთიერთობთ. თავისთავად (მარტო) ცხონება არ ძალგვიძს. სიხარული, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არსებობს და არა სოფლისათვის, ნამდვილი სიხარული არ არის.

მიტროპოლიტი ეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: ”ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში.”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ