emiliane vafidisi 3

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი – ქრისტე – უფალი და ღმერთი ჩემი

ქრისტე – ჩემი უფალი და ჩემი ღმერთია. ჩემი ცხოვრების ყველაზე წყვდიადით მოცულ მომენტებში, როდესაც მგონია, რომ თითქოს არ არსებობს ღმერთი, როდესაც ვფიქრობ საკუთარ უსარგებლობაზე და უნაყოფობაზე და მგონია, რომ გავიდა ჩემი წლები, ჩემი შემოქმედი ქრისტე, რომელიც ყოველთვის ჩემთან ყოფილა, კიდევ ერთხელ მიცხადებს საკუთარ თავს და მაშინ ვხვდები, რომ ერთადერთი, რისიც უნდა მეშინოდეს მისი დაკარგვაა.

როდესაც ქრისტე ჩემში შემოდის, ვხედავ მას ჩემს გულში და ვხარობ მისით, აღესრულება უდიდესი დღესასწაული, რასაც ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა ჰქვია. როდესაც ცოდვის ჭაობში, წყვდიადში და ხრწნილებაში ვიმყოფები სულიერად, ვიხსენებ მოციქულთა მოწმობას აღდგომის შესახებ, რომ ქრისტე ცოცხალია! ჩემი სიცოცხლე ცოცხალია და ყოველ წამს, ყოველი ლოცვისას ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” მაქვს საშუალება მივეახლო ამ სიცოცხლეს და სულიერად მკვდარი უეცრად აღვდგე და გავცოცხლდე.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •