efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – როცა ღმერთი მადლის მოცემას აყოვნებს, მოგვიანებით გაცილებით მეტს გვაძლევს

როცა განსაცდელი მოწყინების სახით მოვა, როცა გონება და ენა უძლურდება, თითები კი სკვნილზე აღარ მოძრაობს, გევედრები, უკან ნუ დაიხევ. ცოტა კიდევ ეცადე, ღმერთმა შენი განზრახვა რომ დაინახოს და განგამტკიცოს. უფალს რაღაც სურს შენგან, ამიტომ ახანგრძლივებს ამ განსაცდელს, შენი წვლილი რომ შეიტანო. რადგან იცის ასევე, როგორც შენ, რომ შეგწევს ამის ძალა.

დროდადრო ისე ხდება, რომ შენ საბაბს არ აძლევ, მაგრამ მადლი მაინც კლებულობს. თითქოს ღმერთი გეუბნება: ”შენი მხრიდან ყველაფერი სწორია, მაგრამ ნუ გგონია, რომ ყოველივე შენზეა დამოკიდებული. როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ მოვალ და ისევ დაგტოვებ. ნების სრულ მოკვეთას და მოთმინებას გასწავლი, კარგად რომ დაეუფლო სიმდაბლის გაკვეთილს”.

ამიტომ, ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს, როგორც შეგიძლია, ისე აიძულე თავი. თუ მადლს ვერ მიიღებ, საკუთარ თავს შემდეგი ან კიდევ შემდეგი ჯერისთვის მაინც მოამზადებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, მას მიიღებ. შეუძლებელია, არ მიიღო. ჩვეულებრივ, როცა ღმერთი მადლის მოცემას აყოვნებს, მოგვიანებით გაცილებით მეტს გვაძლევს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ