efrem arizoneli 8

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – დღე და ღამე მოვუხმობდეთ ქრისტეს სახელს

იესუს ლოცვამ მთლიანად უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრება – დღე და ღამე უნდა მოვუხმობდეთ ქრისტეს სახელს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? როდესაც ქრისტიანი მოუხმობს ქრისტეს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” როგორ დატოვებს მას უფალი უპასუხოდ? არ დატოვებს და აუცილებლად განუცხადებს ადრე თუ გვიან საკუთარ თავს. მაშინ მლოცველი შინაგანად იხილავს ნათელს, დაღვრის გამოუთქმელი სიხარულისგან ცრემლებს! საღმრთო ნათლის ”წყვდიადში” იხილავს ქრისტეს როგორიც არის!

რათქმაუნდა გზის დასაწყისში, ქრისტეს სახელის გონებასა და გულში განმტკიცების საქმეში თითქოს შედეგი და ნაყოფი არ ჩანს. არამედ მხოლოდ შრომა, წვალება, დაძაბულობა, ბრძოლა, და ბოროტის ყოველგვარი ხრიკი, რათა შეგვაწყვეტინოს ლოცვა.

დროთა განმავლობაში, უფალმა იცის როდის, შრომის სიმძიმე გაივლის და ქრისტეს სახელის მოხმობისას უფალი ნუგეშის სახით ჩვენს გულს შეეხება. შემდეგ, როდესაც ყურადღება სრულად შეერწყმება ლოცვას, როდესაც ლოცვა ჩვენი ცხოვრების ცენტრად იქცევა, კვლავ მოვა ქრისტე ჩვენს გულში და სული იგრძნობს და იგემებს ნაყოფს და სარგებელს, რომელსაც აქამდე ვერ გრძნობდა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •