49963282173 6d053d0e7e b

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ადამიანის მიერ ლოცვის მოხვეჭა ჭეშმარიტი სასწაულია!

გონიერი ლოცვა ადამიანს რწმენაში განამტკიცებს. როდესაც გონიერად მლოცველი ადამიანიგანი ცდის რწმენის სიდიადეს, მაშინ თუნდაც მილიონობით ფილოსოფოსი მოვიდეს შეეწინააღმდეგოს, მას მაინც ვერ შეარყევენ. დიდი რწმენით აღვსილი უბრალო მონაზონი მთელ მათ მოსაზრებებს დაამსხვრევს. რადგანაც ისინი თავიანთი მცდარი ბრძნობით ისაუბრებენ, ხოლო მონაზონი ღმერთის მყოფობის განცდის გამოცდილებით.

ადამიანის მიერ ლოცვის მოხვეჭა ჭეშმარიტი სასწაულია! იმისთვის, რომ ეს სასწაული მოხდეს ადამიანმა შეუპოვრად უნდა იღვაწოს. რათა ღმერთმა დაინახოს მისი ღვაწლი და თქვას: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი გლახაკია, მან მთელი ძალა იხმარა, რაც კი გააჩნდა. ასევე იყო ბერი იოსები ახალგაზრდობაში: თავიდან ის ერთ მთლიან გულისტკივილად იქცა, მთელი თავისი არსება მიუძღვნა თვითუარყოფასა და ასკეზას. მთელი თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა ღვაწლში განლია, ამ ლოცვის მოპოვების იმედად. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა სასწაული, რაც ნამდვილი ღმრთის ჩარევა იყო.

დღე და ღამე, გონიერი ლოცვა ბერი იოსების უმთავრესი საქმიანობა იყო. მთელი თავისი ძალები ლოცვის სრულყოფისკენ მიმართა. თავის ყველა საქმეს ისე განაგებდა, რომ გონებას თავისუფლად შეძლებოდა ლოცვით დაკავება. ის წერდა: ”გონიერი ლოცვა ჩემთვის ხელსაქმესავითაა, 36 წელზე მეტია რაც ვშრომობ მასში”. ნამდვილად, მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში ის ლოცვაში ვარჯიშობდა: ლოცულობდა სისტემატიურად, ნათლად ხედავდა მიზანს და სიმდაბლითა და შეუპოვრობით მიისწრაფვოდა მისკენ.

წიგნიდან: ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”

მთავარი ფოტო – ღირსი იოსებ ისიქასტის საძმო

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ