ეფრემი

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – სიმხნევეს ნუ დაკარგავთ და გაიმარჯვებთ

იბრძოლეთ, შვილებო, იბრძოლეთ. როგორც არ უნდა გებრძოდეს მტერი, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ და გაიმარჯვებთ. ჩვენი მხედართმთავარი ქრისტეა, რომელმაც თქვა: ”მე მიძლევიეს სოფელსა”. ჩვენც ვძლევთ მას, თუ იმედს არ დავკარგავთ. როცა ვინმე ღმერთს სასოებით ევედრება და სიმდაბლით ლოცულობს, უფალი შეისმენს მის თხოვნას.

დამდაბლდით. თავს ნუ აიმაღლებთ და მწვერვალებს მაშინ მიაღწევთ. რაც უფრო მეტად გამოიწრთობა ოქრო ცეცხლში, მით უფრო სუფთავდება. ასეა ქრისტიანიც, რაც მეტად გამოიცდება, მით უფრო განიწმინდება მისი სული. რაც უფრო ღრმად მოხნავს გუთანი მიწას, რაც უფრო ხშირად გავსხლავთ და მივხედავთ ვენახს, მით უფრო უხვ და ტკბილ ნაყოფს მოვიწევთ.

რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.

არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს, ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ ის, სანამ განსაცდელი ჩაივლის.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X