მამა ეფრემი scaled

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – თავი აიძულეთ მღვიძარებისთვის

ჩვენი მიზნის გარშემო ღრუბელი შეიყრება, განადგურებით და გაცამტვერებით დაემუქრება მას; ჭექა-ქუხილი ჩვენს შეშინებას ეცდება, რომ ნირი წაგვიხდეს, მაგრამ  გამხნევდით და ნუ შეგეშინდებათ, – ცათა სასუფეველს მრავალი ჭირითა და განსაცდელით მივაღწევთ.

მოწამეებმა რწმენითა და თავის სრული უარყოფით იღვაწეს, ასე მოიპოვეს აღთქმული სიკეთე და დიდების მარადიული გვირგვინები! ასევე ჩვენც, იესუ ქრისტეს რწმენით და თავის სრული უარყოფით შევძლებთ ღმრთის მადლით გამარჯვებას. შინაგანად ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ გადაჭრით ვთქვათ: ”სიკვდილიც რომ მემუქრებოდეს, ჩემი მომწოდებელის ქრისტეს რწმენას მცირედაც არ განვეშორები; სიცოცხლეს დავთმობ და ნაბიჯითაც არ დავიხევ უკან”. თუკი შინაგანი სიმხნევე ასეთი იქნება, იმედი გვქონდეს, რომ ღმრთის მადლით გამარჯვებას მოვიპოვებთ.

განუწყვეტლივ იმეორეთ იესუს ლოცვა, დაუღალავად იღვაწეთ, იყავით თავშეკავებულნი, ილოცეთ; უბრალო და მოკრძალებული სამოსი ატარეთ, სასულიერო წიგნები იკითხეთ, ღამე ლოცვისთვის ადექით, რომ მხურვალენი იყოთ და კლდეებად იქცეთ. ასე ვმოსაგრეობდი მე საწყალობელიც ერში ყოფნისას: ღამე ფარულად ვდგებოდი და მეტანიებს ვაკეთებდი, ვლოცულობდი და ღმრთისმშობელი მე მდაბალს სასწაულებდივად შემეწია.

თავი აიძულეთ მღვიძარებისთვის, რადგან ის საუკუნო ცხოვრების საწინდარია. ვინც ღამეს ლოცვაში ატარებს დიდი მადლით დატკბება. ეს იმ შრომის საფასური იქნება, რაც საკუთარი ბუნების წინააღმდეგ გასწია.

მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)