ზაქარუ3

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – ასეთი სიყვარულია სასუფეველში შემყვანებელი

ადამი სამოთხეში ღმერთთან ახლოს იყო და მუდამ ჰქონდა მისი განცდა. აღივსებოდა სიმშვიდითა და საღმრთო სიყვარულის სიტკბოებით. ჰქონდა რა ეს ნათელი საკუთარ თავში, ის ჰარმონიულად ურთიერთობდა ევასთან, რაც კიდევ უფრო ამრავლებდა მის სიხარულსა და შთაგონებას. ადამი თვლიდა, რომ ევა მისი სიცოცხლეა და რომ მასზე ძვირფასი არავინაა სამოთხის მკვიდრთაგან. ამიტომაც, ის მადლიერებას გამოხატავს ღმრთისადმი, იმ შეწევნისათვის, რაც მას მიეცა ევას სახით და ამბობს: ”ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი”(დაბ. 2:23)

ღმერთთან კავშირის გარეშე ჩვენი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან სუსტია, მსხვრევადი და ნებისმიერ დროს შეიძლება რომ ტკივილისა და მწუხარების დაულევნელ წყაროდ იქცეს.

ქრისტეში ჰარმონიული ურთიერთობით დაკავშირებული მამაკაცი და დედაკაცი სულიერად იზრდებიან, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ სიმდაბლით გაამრავლონ თავიანთი ნიჭები, სძლიონ ეგოიზმს და მიაღწიონ ისეთ სიყვარულს, რომელიც თავისას არ ეძებს, სწორედ ასეთი სიყვარულია ცათა სასუფეველში შემყვანებელი.

 

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •