სახაროვი scaled e1605724091900

არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი – იესუს ლოცვითი პრაქტიკის შესახებ

ლოცვის საფეხურებზე თანდათანობით უნდა ავიდეთ. ის, ვინც ლოცვის მოსაპოვებლად იბრძვის, მამები ურჩევენ, რომ ბაგისმიერი ლოცვით დაიწყონ და იშრომონ, სანამ ენა, გული და გონება არ გაითავისებს სიტყვებს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სინანულის სიღრმეზე.

გონიერი ლოცვის პრაქტიკა დასაწყისში შეიძლება იყოს დაკავშირებული ფსიქოსომატურ ტექნიკასთან, რაც ლოცვის სიტყვების გონებით, რითმულ წარმოთქმას გულისხმობს, როდესაც ვიტყვით: ”უფალო იესუ ქრისტე” ჩავისუნთავთ, ხოლო ”შემიწყალე მე” ამოვისუნთქავთ. ეს მეთოდი სარგებელს მოგვიტანს იმ შემთხვევაში, თუკი გავაცნობიერებთ, რომ ქრისტეს სახელის თითოეული მოხმობა კონკრეტულად, პიროვნულად უნდა მიემართებოდეს ძე ღმერთს, არ უნდა იყოს მხოლოდ მექანიკური წარმოთქმა, არამედ მიმართვა კონკრეტულად იესუ ქრისტესადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში დავარღვევთ მცნებას: ”არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა”.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •