ჩემო ძმებო, ჩვენი მტერი კაცისმკვლელი ეშმაკია, რომლელიც განუწყვეტლივ, ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი გადარჩენის საქმესა და ჩვენს სულიერ ცხოვრებას. მან, კადნიერმა, გაბედა ჩვენს უფალს, იესუ ქრისტეს შებრძოლებოდა და საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ასეთი სისასტიკით გვებრძვის ჩვენც. ქრისტემ თავისი მაგალითით გვასწავლა, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ მტერთან ომი. ის გვებრძვის ვნებებით – ჩვენ სიფხიზლითა და სათნოებებით; ის – გემოთმოყვარეობითა და ხორციელი გულისთქმებით – ჩვენ მარხვით, მღვიძარებითა და ლოცვით; ის – ამასოფლის სიყვარულით, ჩვენ კი – ისიქასტური ცხოვრებით. ის – ვერცხლისმოყვარეობით, ჩვენ – უპოვარებით. ის – სიზარმაცითა და გულგრილობით, ჩვენ – სწავლით და შრომით; ის – მრისხანებით, ჩვენ – სიმშვიდითა და მოთმინებით; ის – მკრეხელობით, ჩვენ – დიდებისმეტყველებითა და ლოცვით; ის – სიამაყით, მისი უპირველესი და უძლიერესი იარაღით, ჩვენ კი – მისი უსაშინლესი მტრით – სიმდაბლით.
ამიტომაც, თუკი ის მოგაწვდის სულიერი ცხოვრების საწინააღმდეგო, სიზარმაცისა და სხვა ნებისმიერ აზრს, რაც ქრისტესმიერი სიყვარულის საპირისპიროა, შენც საპასუხო დარტყმა მიაყენე გადამრჩენელი, მოუკლებელი შინაგანი ლოცვით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.
(წიგნიდან: . ”Отеческие советы и наставления- – игумен Иероним Симонопетрский”)
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.