mama xarlampi 1 1

იღუმენი ხარლამპე ათონელის შესახებ

აშკარაა, რომ თვითონ მამა ხარლამპეც მრავალგზის ღირსი შეიქმნა ხილვისა, აღტაცებისა და საღმრთო გამოცხადებისა. ერთხელ ძმამ გაბედა და ჰკითხა:

– მამაო, ლოცვისას როდისმე ქრისტე თუ გინახავს?

– აბა, რას ამბობ, შვილო? ვინც ლოცვისას სულიერი თვალებით ქრისტეს ვერ ხედავს, მა სლოცვა ჯერ კიდევ არ უსწავლია.

– დიახ, ეს მეც მესმის. მაგრამ გეკითხებით, როდისმე ხორციელი თვალებით თუ გინახავთ უფალი?

– იცი, რას ნიშნავს ცხადად ქრისტეს ხილვა? როცა მას ხედავ, მაშინვე გამოუთქმელი სიხარულით აღივსები. თუმცა ამ დროს თრთოლა შეგიპყრობს, ფეხები გეკვეთება და პირქვე ემხობი, აღტაცებული შეუწყვეტლად ღვრი ცრემლს… რა შეიძლება კიდევ ითქვას… ეს ხომ ღმრთის გამოცხადებაა. შენ კი გაოცებული, სულშემუსვრილი, განუწყვეტლივ ტირი.

ამგვარად, თუმცა შეფარულად, მოძღვარმა თავის მდიდარ სულიერ გამოცდილებაზე მოგვითხრო. ერთხელ, როცა კიდევ ერთ “მზაკვრულ” შეკითხვას უპასუხა, მან გაამხილა კიდეც.

– მამაო, წაგვიკითხავს და გაგვიგონია, რომ ბევრი დემონური წარმოდგენის მერე ფიქრობდა, რომ ქრისტეს ხედავდა და ხიბლში ვარდებოდა.

– შვილო, მე თვითონ ვიცნობდი ბევრ ასეთ მოხიბლულს. მაგრამ უარესი ის არის, რომ არ შეგიძლია მათი ამ ხიბლისგან გათავისუფლება.

– მაგრამ როგორ შევიტყოთ, რომ ეს მართლაც ხიბლია?

– ამას ახალდამწყებიც კი მიხვდება. უპირველესად შესახედაობით. მოხიბლულებს ყოველთვის რაღაც ველური იერი აქვთ, შინაგანად კი სრული უწესრიგობა და არეულ-დარეულობას ჭირთ. ისე გასასტიკდებიან, რომ წლების განმავლობაში არ იციან, რა არის ცრემლი.

ასეთ მდგომარეობაში ქრისტეს სიყვარულს როგორ შეძლებ? წამითაც კი როგორ შეხედავ მის სახეს? შვილო, მე მთელი სამი თვე ცრემლი მოუკლებლად მდიოდა. როგორ არ ცდილობ შეჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებ, რადგან სიყვარულის უტკბესი ცეცხლი შენშიყველაფერს წვავს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X