121999

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ქრისტე ნათელი, იმედი და სიხარულია!

მონაზონსა და ერისკაცს შორის არ არის არსებითი განსხვავება. მათ უბრალოდ განსხვავებული ცხოვრებისეული პირობები აქვთ, ხოლო გზა და მიზანი საერთო, რადგან ქრისტესთვის მთავარია ადამიანის გული და არა მისი გარეგნული ცხოვრების წესი. სასულიერო პირმაც, ჩვეულებრივმა, უბრალო ადამიანმაც, დაქორწინებული იქნება თუ დაუქორწინებელი, ყველა მათგანმა ქრისტე უნდა შეიყვაროს. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებისთვის უფრო ადვილია სულიერი ცხოვრება, რადგან მათ აქვთ მყუდროება, მორჩილება, უზრუნველობა, მაინც სულერთია ვინ ხარ და სად ცხოვრობ, თუ ქრისტე შეიყვარე, შენს გულში იწინდები მასზე.

ქრისტემ გვითხრა: ”მარადის გიხაროდენ”. ქრისტე – სიხარული, სიმშვიდე და სიყვარულია, ქრისტესთან სიახლოვე ჩვენში არამიწიერ სიხარულსა და სიმშვიდეს გვაგრძნობინებს.

როგორ არ უნდა გვიხაროდეს? საღმრთო სიხარული იმის ნიშანია, რომ ადამიანში ქრისტე მკვიდრობს, ამიტომაც სიხარულით აღსავესენი და მადლიერნი უნდა ვიყოთ ქრისტესი მისი სიყვარულისა და ჩვენს ცხოვრებაში მყოფობისთვის.

ასეთები იყვნენ ჩვენი თანამედროვე მამები: წმინდა პაისი ათონელი, წმ. პორფირი კავსოკალიველი, მამა ეფრემ არიზონელი, მამა იოსებ ვატოპედელი, მამა ხარლამპე დიონისელი, ისინი სავსე იყვენ სიხარულით, შინაგანი სიმშვიდითა და სიყვარულით! ქრისტე ხომ ნათელი, იმედი და სიხარულია!

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია  საიტიდან – orthphoto.net