meufe atanase 12

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – სიმდაბლის მეშვეობით ადამიანის გული იხსნება საღმრთო მადლის მისაღებად

ღმრთის წინაშე საკუთარი ცოდვილობის განცდით უნდა წავრსდგეთ. იმისთვის, რომ ქრისტესთან ურთიერთობა შევძლოთ, შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა უნდა გვქონდეს, საჭიროა სიმდაბლე, რათა ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან მომდინარე ჩაკეტილობა არ იყოს ჩვენს სულში. სიმდაბლის მეშვეობით ადამიანის გული იხსნება საღმრთო მადლის მისაღებად. უფალს ჩვენს გულში მოსვლას იმიტომ კი არ ვთხოვთ, რომ ეს დავიმსახურეთ, არამედ იმიტომ, რომ ის კეთილია, კაცთმოყვარე, მოწყალე.

როდესაც ის მოვა და გვესტუმრება ჩვენს გულებში, თუ სწორი დამოკიდებულება და შინაგანი მდგომარეობა გვაქვს, უდიდეს სარგებელს ვიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს სწორი დამოკიდებულება, ძალიან მალევე კარგავს მადლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტე ისეთი ადამიანების სულებს არ სტუმრობს, ვისაც არ შეუძლია იგრძნოს მისი მოსვლა, ვინც სავსეა საკუთარ თავზე წარმოდგენებითა და ეგოიზმით, ვინც არ ეძებს საღმრთო მადლს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •