received 221769773227267 1

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ლიტურგია არასოდეს მთავრდება

ლიტურგია თეატრალური წარმოდგენა კი არ არის, რომ ყურებით და მოსმენით დავტკბეთ, არამედ ჩვენ ამ დიდებული მსახურების აქტიური თანამონაწილენი უნდა ვიყოთ და ვეზიაროთ!

ლიტურგია არასოდეს მთავრდება. მთელი ჩვენი ცხოვრება, თავისი უწვრილმანესი გამოვლინებებითაც კი: სამსახური, საჭმელი, დასვენება, განტვირთვა – ყველაფერი ქრისტესკენ უნდა იყოს მიმართული.

უფალი ჩვენთან მხოლოდ კვირაობით, რამდენიმე საათით ან წელიწადში ორჯერ კი არ მოვა, რადგან ის არის ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული. თუკი ჩვენი ყოფიერების ცენტრში, ჩვენი ნებისმიერი საქმის დასაწყისსა და დასასრულში ქრისტეს დავაყენებთ, მაშინ აუცილებლად ვიხილავთ მას და მასთან შეხვედრა გამოუთქმელი სიხარულის მომნიჭებელი იქნება.

ღმერთი უყვარს იმ ადამიანს, რომლის გულიც მასთანაა შეერთებული. ეს საღმრთო სიყვარული, საღმრთო ეროსი თავისი სულიერი სიტკბოებით ადამიანურს უსასრულოდ აღემატება. სწორედ ამიტომ, ღმრთის მოყვარეებს ქრისტე მთელ სამყაროში ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ.

ლოცვა არ ართმევს ადამიანს ძალებს, არამედ, პირიქით, აღადგენს მას. ის გვიხსნის გონებას და ამიტომაც ბევრი სირთულე თავისით გვარდება. ჩვენ არ ვლოცულობთ იმისთვის, რომ მიწიერი პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ იმისთვის, რომ ქრისტეს შევხვდეთ. იმ ადამიანის მსგავსად, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ შეყვარებულს შეხვდეს, უნდა მივიჩქაროდეთ ლიტურგიაზე და ლოცვაზე, რადგან იქ ჩვენი საყვარელი ქრისტე გველოდება.

ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ