ათანასე1

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ურთიერთობა დამყარებული სიყვარულზე

ეკლესია არ არის დაფუძნებული რაღაც აბსტრაქტულ იდეაზე, არამედ პიროვნება – იესუ ქრისტეზე, რომელიც განკაცებული ღმერთია. ის მოგვიწოდებს, რომ მასთან ერთად ვიცხოვროთ და ამიტომაც, ჩვენი სიცოცხლის მიზანი მასთან ურთიერთობაა. ისეთი ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია სიყვარულზე და არამხოლოდ რწმენაზე. ჩვენი მიზანი ქრისტეს შეყვარებაა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენს გულს იგრძნოს მისი სიყვარული.

ესაა ჩვენი მოცემულობა. ქრისტეს უსაზღვროდ ვუყვარვართ. არა ადამიანური სიყვარულით, როგორიც ჩვენ ვიცით და რომელიც შემოსაზღვრულია, არამედ საღმრთო სიყვარულით, რომელიც დაუსრულებელი და ყოვლისმომცველია. ამიტომაც, ჩვენ უნდა განვაწყოთ და მოვამზადოთ ჩვენი გული, რომ ვიგრძნოთ ქრისტეს სიყვარული. ქრისტე ყოველთვის ჩვენს თვალსაწიერში უნდა იყოს, რომ ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ და როგორ ვიცხოვროთ.

ჩვენი უპირველესი ცხოვრებისეული მაგალითი თავად ქრისტეა. ვერაფერზე ვიტყვით: ”არ ვიცით ეს, არ გაგვიგია და არ გვინახავს”. არა, ძალიან კარგად ვიცით როგორც უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ ქრისტე ადამიანი გახდა და როგორც ადამიანმა მაგალითი მოგვცა. მას არ უთქვამს – ”შეასრულეთ ეს! შეასრულეთ ის!” არამედ, თავად გაიარა ეს გზა და მოგვიწოდებს, რომ ჩვენც მის ნაკვალევს მივყვეთ. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიფიქროთ, როგორც ქრისტე ცხოვრობდა და ფიქრობდა.

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •