ათანასე2

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – არ დაკარგო ქრისტე თვალსაწიერიდან

წმინდა მოციქული პავლე წერს: ”მოთმინებით ვრბიოდეთ წინა-განმზადებულსა მას ჩვენსა ღვაწლსა”(ებრ.12:1) ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით სირთულეებს, ისეთ სირთულეებსაც, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგვიჯდეს, როგორც ოდესღაც მოწამეებს. მოწამეები ის ადამიანები არიან, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად სასტიკად იტანჯებიან ან ჯანმრთელობის, ან ოჯახური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, მაინც არ კარგავენ ქრისტეს თავიანთი თვალსაწიერიდან. ხედავენ ”სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს(ებრ.12:1) მას, ვინც ჩვენი სიცოცხლის მიზანია – ქრისტეს. როდესაც ის ჩვენს თვალწინაა და ვგრძნობთ მას ჩვენს გულში, მაშინ ბრძოლაშიც მოთმინება გვაქვს. მაგრამ თუკი ქრისტეს ვეღარ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ მას, ვემსგასებით მათ, ვინც გზიდან გადაცდა და აღარ იციან რა ქნან და საით წავიდნენ.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მირბის სტადიონზე და იმის ნაცვლად, რომ თავის გზას უყუროს, მირბის და მაყურებლებს უყურებს, რომლებიც ტაშს უკრავენ და მის სანახავად მოვიდნენ. ის რა თქმა უნდა დამარცხდება, დაეცემა და ვერ მიაღწევს თავის მიზანს. მაგრამ ის, ვინც ყოველთვის წინ იყურება და იცის, თუ რას აკეთებს და სად მიდის ვერ გაეფანტება ყურადღება გარე ფაქტორების გამო, რადგანაც ხედავს ფინიშს და ჯილდოს. ასევეა ჩვენს ცხოვრებაშიც. თუ ვხედავთ ქრისტეს არ წავბორძიკდებით. იცით როდის გვემართება ეს? როდესაც ვკარგავთ მას ჩვენი მხედველობის არიდან და ჩვენს ცხოვრებაში მის ადგილს რაღაც სხვა იკავებს.

ამიტომაც ხშირად მოგვიცავს შიში, პანიკა, სტრესი, მწუხარება, ან გადამეტებული ენთუზიაზმი რაღაც წარმატების გამო. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქრისტეს ადგილას სხვა რაღაც დავაყენეთ ჩვენში და ვფიქრობთ: ”აი ამას მივაღწევ, ნეტა ეს ვიყიდო, ნეტა ის მქონდეს, ნეტა ეს მქონდეს”. მაგრამ თუკი მუდამ ვუყურებთ ქრისტეს, მაშინ რაც არ უნდა მოხდეს დიდი წარმატებიდან დაწყებული, უდიდესი მწუხარებით დამთავრებული – არ წავბორძიკდებით!

წყარო: https://pravoslavie.ru/108633.html

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •