ილოცეთ! ლოცვა სულს ყოველგვარ სიკეთეს ანიჭებს. მლოცველ ადამიანს შინაგანი სიმშვიდე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში მწუხარებს და განიცდის, შინაგანი სიმშვიდე და მყუდროება მაინც არ ტოვებს მას. სწორედ ლოცვა გვაძლევს ამის ძალას.
მთელი დღე და ჩვენი მთელი ცხოვრება ლოცვად უნდა იქცეს იმისთვის, რომ ქრისტე დამკვიდრდეს ჩვენში და მუდამ ჩვენს გულსა და გონებაში იყოს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ოფისში ვართ, მორჩილებას აღვასრულებთ, საჭესთან ვართ თუ სადაც არ უნდა ვიყოთ, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ქრისტე და სულ გულში გვყავდეს. ჩვენი ლოცვა საბოლოოდ ქრისტეს მყოფობის განცდად უნდა იქცეს ისე, რომ ლოცვის სიტყვები აღარ გვჭირდებოდეს.
ისევე როგორც დედას, სადაც არ უნდა წავიდეს ყოველთვის ახსოვს თავისი შვილი, რადგან ის ყოველთვის თავის გულში ჰყავს. მისი გონება ყოველთვის შვილებთანაა და არ ივიწყებს მათ. სწორედ ასე და უფრო მეტადაც უნდა ვიყოთ ქრისტესთან მიმართებაში! ის ჩვენს გულში უნდა შევუშვათ და სადაც არ უნდა წავიდეთ ის ყოველვის ჩვენს გვერდით იქნება.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან – orthphoto.net