ბოროტი ყველაფერს აკეთებს, რათა შეგვიშალოს ლოცვაში ხელი. მას მოაქვს სიზარმაცე, სხვადასხვაგვარი საზრუნავები გონებაში და ათასგვარ დაბრკოლებას აღგვიმართავს. ამ დროს სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა ლოცვით საკუთარი თავის მოუკლებელი იძულებისა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. გაღვიძებისთანავე დავიწყოთ ლოცვა და შრომის დროსაც არ განვიშოროთ!
ლოცვა დაგვეხმარება, რათა განვიშოროთ ამაოდმეტყველება, განკითხვა, მრისხანება და უკმაყოფილება. ვინც მასში წარემატება, საკუთარ თავში მყუდროდ ჩაღრმავებას შეიყვარებს.
ვაი ჩვენ, თუკი გვასწავლიან და არ ვაკეთებთ და არ ვაიძულებთ საკუთარ თავს. თუკი გვაქვს საშუალება და უმოქმედოდ ვართ! მაშინ ერთადერთი რაც გვრჩება ის არის, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსმა და უღმერთოებმა. იქნებ ამ გზით მაინც ვაიძულოთ საკუთარ თავს. რადგან სიმდაბლე საღმრთო მადლს იზიდავს და მადლი თავის მხრივ გვაძლევს მოშურნეობას ლოცვაში.
(ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)