არსენი1

ბერი არსენ ისიქასტი – ვიდრე ახალგაზრდები ხართ, იღვაწეთ

მამა არსენი საკუთარ იგამოცდილებით ასწავლიდა ძმებს: “როცა დღისით მოშურნედ აღასრულებ მორჩილებას და იმავდროულად, შენი ბაგეები შეუჩერებლად იმეორებენ ლოცვას (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე), შინაგანად გრძნობ ისეთ სიმშვიდესა და სიხარულს, რომ ყოველდღიური შრომა არაფრად მიგაჩნია. დღისით შეძენილი ამ სითბოთი განსაკუთრებული სიმსუბუქით აღასრულებ ღამისთევის ლოცვას, რომელიც სიმძიმედ კი არა, ზეიმად გექცევა. მაგრამ ხშირად უდებებით მოუკლებელი ლოცვა ბაგეებზე გვიწყდება, ღამისთევის ლოცვა კი ტანჯვად და სიმძიმედ გვექცევა, მაგრამ ზოგჯერ ყოველივე ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შეგვემთხვევა. საკუთარი თავის მკაცრი განხილვით ვპოულობთ ჩვენს შეცდომებს, სინანულითა და თავმდაბლობით ვიტყვით აღსარებას და ადრინდელ მდგომარეობას ვუბრუნდებით, ხოლო თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, უნდა ვაღიაროთ, რომ უმძიმესი ღამისთევის ლოცვა ჩვენ საკუთარ საქმედ კი არ ითვლება, არამედ ღმრთის წყალობად, რომელსაც იგი მაშინ მოგვაკლებს, როცა ამას ინებებს. როცა ასეთ გაკვეთილს მივიღებთ, იძულებულნი ვართ, მუდმივად ღმრთის შიშით ვიცხოვროთ”.

მამაო, როცა ძილი გვერევა, მაშინ რა ვქნათ?

– ამისთვის ბევრი წამალი არსებობს. თუ ფეხზე მდგარი ლოცისას დაიღალე, არ დაჯდე, დაიჩოქე. თუ მუხლმოდრეკილს გძინავს, წამოდექი. ცოტა გაიარ-გამოიარე, ხმამაღლა ილოცე, ტკივილით და სიღრმით გულისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ან სახეზე წყალი შეისხი. ისააკ ასური ამბობს: “ცხონების მოსურნე ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოიგონებსო”.

ჩვენი მოძღვრისგან (წმინდა იოსებ ისიქასტი.) დაწესებული გვაქვს, ღამისთევის წინ გასამხნევებლად ერთი ჭიქა მაგარი ყავა დავლიოთ. თუ თავიდანვე თბილი ლოცვა, ჭვრეტა და გულის შემუსვრილება გვაქვს, მაშინ ეს ყველაფერი არ გვჭირდება და ჩვენი კანონი უნდა შევასრულოთ. მოგვიანებით, როცა “ძრავა” დაგვისუსტდება, კვლავ ავამუშავებთ სხვადასხვა ხელოვნური საშუალებით: ჩვეულებრივი მუხლთა დრეკით და ჯვრის გამოსახვით, რომელსაც გვავალებს ყოვედღიური კანონი, თითოეული იმდენ მეტანიას აღვასრულებთ, რამდენსაც მოძღვარი განგვიკუთნებს. მაგრამ, ყველა ეს წამალი მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ ძრავა ავამუშაოთ, ვიდრე ქრისტეს გულმოწყალება გულს არ გვითბობს. თუ უფალი მცირე ცრემლსაც გვიბოძებს, მაშინ თვალნიც აგვიელვარდება.

ვიდრე ახალგაზრდები ხართ, იღვაწეთ, რომ ქრისტესა და ღმრთისმშობლის სიყვარული მოიპოვოთ და იგემოთ ეს ცრემლები. შეიძინე ეს ცრემლები – ღამისთევა დღესასწაულად გექცევა”.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X