მე დღეში ერთხელ კვებას ვთვლი მარხვად – პური, მარილი და წყაროს წყალი ისეთი რაოდენობით, რომ მაგიდიდან ნახევრადდანაყრებული ადგე. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის კვების სამეუფეო გზა, რომლით სიარულმაც მრავალი სული გადაარჩინა. ადამიანი ყოველთვის ვერ შეძლებს საერთოდ უარი თქვას კვებაზე ერთი, ორი, სამი, ოთხი დღის განმავლობაში, მითუმეტეს – მთელი კვირა, ხოლო პურზე და წყალზე ყოფნა ყველას შეუძლია. ოღონდ მცირედ მშიერნი უნდა დარჩეთ, რომ სხეული სულს დაემორჩილოს, ფიზიკული შრომა გაგიადვილდეთ და ხორციელ ბრძოლაშიც გაიმარჯვოთ. ამ უკანასკნელს, მკაცრ მარხვაზე უკეთ მწირი საკვები მოაკვდინებს. არიან ადამიანები, მარხვას რომ გულმოდგინედ იცავენ, მისი დასრულების შემდეგ-კი გემოთმოყვარებით ეცემიან. ისეთებიც არიან, ვინც თავის შესაძლებლობაზე უფრო მკაცრ მარხვას ტვირთულობს, მაგრამ გადაჭარბებული თავშეკავების და არათანმიმდევრულობის გამო სუსტდებიან და მალევე ეძებენ ნუგეშს ნაყროვან კვებასა და მოსვენებაში. ასეთები შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელიც შენობას ააგებს და ანგრევს, იმიტომ რომ მძიმე და ხანგრძლივი მარხვით მოუძლურებული სხეული მალევე იწყებს საკვებში ნუგეშის ძებნას, ხოლო სიამეს რომ იგემებს – ვნება იღვიძებს.
დიდ სარგებელს მიიღებს ის, ვინც გაარკვევს, თუ რა ოდენობა სჭირდება ძილის აღსადგენად და თავისი სხეულის შესაძლებლობების შესაბამისი ოდენობის მწირი საკვების დღიურ ულუფას დაუწესებს. ასევე ადამიანებისთვის ყველანაირი სულიერი ღვაწლის შანსი იზრდება. Როგორც უკვე ვთქვი ის, ვინც საკუთარი ძალებისთვის შეუფერხებლად მძიმე მარხვას ტვირთულობს, მალევე შეეცდება მოსვენებაში იპოვოს ნუგეში.
მოზომილ გმირობაზე ძვირფასი არაფერია. Ბევრი წმინდანი იცავდა ამ გზას: ზომიერი გმირული ღვაწლი, მოზომილი საკვები, სხეულის საჭიროებათა ზომიერად დაკმაყოფილება, თვით საცხოვრებელი სენაკის ნივთებისა და ცხოვრების განრიგის გონივრულად მოწესრიგება. მამები არ გვავალებენ ჩვენი ძალებისთვის შეუფერხებელ მარხვას, რომლის შედეგიც გამოფიტვაა. Მცირე ულუფებით ყოველდღიური კვება წესად დაიდე და შენი თავშეკავების უნარი გაიზრდება.
განსაკუთრებულად მძიმე მარხვის შემდეგ როგორ აპირებ აიცილო ნაყროვანების ცოდვა? ასე ემართებათ ან პატივმოყვარეობის ან უგუნურების გამო. თავშეკავება კი ერთ-ერთი ის სათნოებაა, რომელიც ხორციელ მოთხოვნილბებების ალაგმვაში გვეხმარება.
ბინძურ გულისთქმათა და ხორციელ ვნებათაგან სხეულის გასაწმენდად ადამიანებს მარხვა მოგვეცა. ყოველდღიური მწირი საკვები ჩვენი სრულყოფის საშუალებაა. ერთსა და იმავე საათზე მიღებული მცირეოდენობი წყალი და პური მოღვაწეს არც ზნეობრივად დააკნინებს და ვერ სულიერ ზიანს მიაყენებს.
წმინდა თეოდორე სტუდიელი დიდმარხვის პირველი კვირის შესახებ სწავლებაზე როცა საუბრობს, ეყრდნობა რა თავად უფლისა და წმინდა მამათა ნათქვამებს, სწორედ მარხვის ამ კანონს აქებს. Ჩვენც შესაბამისად მოქცევა გვმართებს. უფალმა იესო ქრისტემ ხანრგძლივად ერთხელ იმარხულა, ისევე, როგორც მოსემ და ელიამ. Ზოგიერთი მოღვაწე ნებაყოფლობით ტვირთულობდა მძიმე მარხვას, როცა ღმერთს განსაკუთრებული სათხოვარის შესრულებას ევედრებოდა, მაგრამ ისინიც აუცილებლად ითვალისწინებდნენ ბუნების კანონებს და საღმრთო წერილის სწავლებას.
უფალ იესო ქრისტეს, წმინდანების და სხვა ღვთისნიერ ადამიანთა ცხოვრების განაწესიდან ჩანს, რომ ყველაზე სასარგებლო და ქების ღირსი საქციელი ის იქნება, თუ შევინარჩუნებთ მხნეობას გმირობისთვის, შრომისთვის, დათმენისთვის; გადაჭარბებული მარხვით არ დავუძლურდებით და ღვაწლის უნარს არ დავკარგავთ. Მხურვალების ალით გათანგულ ახალგაზრდა სხეულს დიდი თავშეკავება სჭირდება, ხოლო უძლურმა ადამიანმა საკმაო რაოდენობის საკვები უნდა მიიღო – სხვა მოღვაწეების მიბაძვა მას არ გამოადგება. დააკვირდი, ფხიზლად განსაჯე შენი უძლურებები და ასე მოირგე მარხვის კანონი. ყოველი ადამიანის საზომი და შინაგანი მასწავლებელი მისივე სინდისია. არ შეიძლება, რომ ზოგი ამტანია, ზოგი უძლური, ზოგი რკინასავით გამძლება, ზოგი სპილენძს ჰგავს, ზოგი კი – სანთელივით მოღვენთილი.
მაშ ასე, კარგად გაარკვიე შენი შესაძლებლობები და შაბათ-კვირისა და საუფლო დღესასწაულების გარდა დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებე. გონივრულად მოფიქრებული და ზომიერი მარხვა ყველა სათნოების საფუძველი და გვირგვინია. ვისაც სურს, რომ გონება ბინძური გულისთქმებისთვის შეუვალი გახადოს, მან ჯერ მარხვით გაინატიფოს სხეული. Მარხვაც სუნთქვასავით გვჭირდება. Მის გარეშე სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ. Მარხვა სულზეც ზემოქმედებს და მის სიღრმეში არსებულ ცოდვას ანადგურებს.