ეკლესიის მთავარი მიზანია, მიიყვანოს ადამიანი განღმრთოებამდე, ღმერთთან ერთობასა და ურთიერთობამდე.
ამრიგად, მართლმადიდებლური სულიერება – ქრისტეში ცხოვრების გამოცდილებაა, ღმრთის მადლით აღორძინებული ახალი ადამიანის ატმოსფეროა. საუბარია არა აბსტრაქტულ, ემოციურ და ფსიქო-ლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობაზე.
ამ ნიშნით შეგვიძლია მართლმადიდებლური სულიერების ზოგიერთი მახასიათებელი გამოვავლინოთ. ერთი მხრივ, ის ქრისტე-ცენტრულია, ვინაიდან ქრისტე – ერთადერთი “კურნების საშუალებაა” ადამიანებისთვის ღვთაებრივი და კაცობრივიბუნების, ქრისტეს პიროვნებაში ჰიპოსტასური შეერთების ძალმოსილებით; მეორე მხრივ, მართლმადიდებლური სულიერება ტრიადოცენტრულია, ვინაიდან ქრისტე, ძე ღვთისა, მამისა და სულიწმიდისაგან განუყოფელია. ეკლესიის ყოველი საიდუმლო წმინდ ასამების სახელით აღესრულება. ქრისტე – თავია ეკლესიისა და ის არ მოიაზრება ეკლესიის მიღმა. შედეგად, მართლმადიდებლური სულიერება ეკლესიურ-ცენტრულია, ვინაიდან მხოლოდ ეკლესიაში შეგვიძლია მივაღწიოთ ქრისტესთან ერთობას. და ბოლოს, მართლმადიდებლური სულიერება არ არსებობს ეკლესიის საიდუმლოებებისა და მოღვაწეობრივი ცხოვრების გარეშე.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ