SKM C25820092612150

მოღვაწე ერისკაცები – კონსტანტინე სოტირუ

კონსტანტინეს ვერასდროს ნახავდით დაწოლილს. მაშინაც კი, როდესაც საკუთარ ოთახში იყო. მხოლოდ ძილის დროს წვებოდა და ისიც დღე-ღამეში მხოლოდ ორი-სამი საათით, რადგან მეტი არასდროს ეძინა. ის ხშირად უნახავთ თავდახრით მჯდომი თავის ლოგინზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მას, ვიღაცის მიმართ, ვისაც ძალიან დიდ პატივს სცემდა, ქედი ჰქონდა მოხრილი და თავისი საქციელების შესახებ ანგარიშს აბარებდა. როგორც გაირკვა, იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა იესუს ლოცვას, რაც არასდროს არავისთვის უთქვამს.

კონსტანტინე სიტყვაძუნწი კაცი იყო. ერთი შეხედვით გონებით არასოდეს აქცევს ყურადღებას გარშემო მომხდარ მოვლენებსო, მაგრამ მოულოდნელად ახლობლებს ისეთ რჩევას მისცემდა, რომელიც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ და ისინიც ყოველთვის უჯერებდნენ, რადგან მის აზრს უდიდეს პატივს სცემდნენ. რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყოველთვის ყველაფერს ლოცვით აკეთებდა. ხშირად, როცა ახლობლები მის სანახავად მიდიოდნენ, მოხუცის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გამო საუბრით არც კი აწუხებდნენ, რადგან უბრალოდ მისი ნახვაც საკმარისი იყო დიდი სულიერი სიხარულის მისაღებად. ყველა, ვინც მის სიახლოვეს მოხვდებოდა, მისდაუნებურად განიცდიდა საოცარ სულიერ სიხარულს და სიმშვიდეს.

წიგნიდან ”მოღვაწე ერისკაცები”

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X