მთაწმინდელი 2

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი – არასდროს ენდო საკუთარ თავს

ნუ დაუჯერებ შენს თავს, საყვარელო ძმაო. ეს იმდენად საჭიროა ბრძოლაში, რომ დარწმუნებული იყავი, არა თუ ვერ გაიმარჯვებ, მცირე წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევ. ეს ჩაიბეჭდე გონებაში მტკიცედ.

ჩვენ ადამის შეცოდების შემდეგ ბუნებით დაცემულნი ვართ და ჩვენი თავი ,,ვიღაც“ გვგონია. ეს ნაკლია, რაც ადვილად ამოიცნობა და არ მოსწონს უფალს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მადლი და სათნოება უფლისგან მომდინარეობს. იგია წყარო ყოველი სიკეთისა და ჩვენგან არ მოდის არანაირი კარგი აზრი, რაც უფლისთვის სათნოა. ეს აუცილებელი ჭეშმარიტება (არ გვჯეროდეს ჩვენი თავის) ღვთიური ხელით ქმნილია და მისგან ეძლევა ადამიანს ზოგჯერ შთაგონებით და განათლებით, ზოგჯერ კი მკაცრი მათრახით და მწუხარებით, ზოგჯერ ძალადობით, თითქმის დაუძლეველი განსაცდელებით და ზოგჯერ სხვა მეთოდებით, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. ყოველივე ამით უფალს სურს, რომ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ამიტომაც ძმაო ჩამოგითვლი ოთხს საშუალებას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლია მიაღწიო იმას, რომ არასდროს ენდო საკუთარ თავს.

პირველი საშუალებაა საკუთარი თავის არარაობის შეცნობა. უნდა იფიქრო, რომ მარტო შენ ვერაფერი კარგის გაკეთებას ვერ შეძლებ, რითაც ზეციური სასუფევლის ღირსი გახდები.

მეორე საშუალებაა, უფალს მდაბალი და მხურვალე ლოცვით შესთხოვო შეწევნა. ეს მისი წყალობაა! თუ გსურს მიიღო იგი, თავდაპირველად შეხედე შენს თავს ამ ცოდნის გარეშე, სრულიად უძლურმა! შემდეგ უფლის სიდიადის წინაშე ისაუბრე ხშირად და მწამს, რომ მისი უსაზღვრო მოწყალებით მიიღებ შეწევნას.

მესამე საშუალებაა, მიეჩვიო საკუთარი თავის შიშს, გეშინოდეს ურიცხვი მტრისა, რომელთაც მცირე წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევ. გეშინოდეს მათი შემოტევების, ხლართების, ბრძოლების, მათი ანგელოზებრივ შუქად სახეცვლილებისა, ურიცხვი საფრთხისა. ეს ყველაფერი ფარულად აგაცდენს სათნოების გზას.

მეოთხე საშუალებაა, როცა ცდუნდები და ნათლად ხედავ შენს უძლურებას. ეს უფალმა დაუშვა, უკეთ რომ დაინახო შენი სნეულება და უგულებელყო იგი არა მარტო შენ თავად, არამედ სხვებმაც დაინახონ შენი სნეულება. ამ სურვილის გარეშე შეუძლებელია საკუთარი ნების უარყოფა, რასაც საფუძვლად უდევს ჭეშმარიტი სიმდაბლე.

ზეციურ ნათელთან ერთობისთვის საკუთარი თავის შეცნობა აუცილებელია. ეს შეცნობა ამპარტავანთ ღვთის მოწყალებას აჩვენებს დაცემით, ცდუნებით, რათა შეიცნონ თავიანთი უძლურება და აღარ მიენდონ საკუთარ თავს. უფალი ამ საშუალებას ყოველთვის არ ,,იყენებს“, როცა სხვა გზით ვერ მიდის ადამიანი თავის შეცნობისკენ, მაშინ დაუშვებს ღმერთი ადამიანის მეტნაკლებ დაცემას იმის მიხედვით, რამდენად ამპარტავანია იგი და რამდენად მაღალი წარმოდგენა აქვს თავის თავზე.

იმ შემთხვევაში როცა არ არსებობს ამგვარი აზრი (მაცდუნებელი) მაგალითად ქალწული მარიამის შემთხვევა, მაშინ არ ხდება დაცემა. ამრიგად თუ კი შენ დაეცემი მაშინვე თავმდაბლობით ეცადე საკუთარი თავის შეცნობა და ლოცვით შესთხოვე ღმერთს გამოგიჩინოს ჭეშმარიტი ნათელი, რომ შეიცნო შენი არარაობა და არ ენდო საკუთარ თავს, თუკი არ გსურს კვლავ არ დაეცე და ხრწნასა და ვნებას არ მიეცე!

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •