parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – სიფხიზლე სულის ძალაა

სიფხიზლე სულის ძალაა, რომელიც ბოროტებას ეწინააღმდეგება. მას ახასიათებს შორსმხედველობა. წინასწარ ხედავს მომავალ საცდურებს და იღებს უსაფრთხოების შესაბამის ზომებს: მოუკლებელ იესუს ლოცვას და გონების გულზე დაკვირვებას.

ლოცვა იარაღია დემონების, ვნებების, ცოდვისა და საერთოდ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ქრისტეს განგვაშორებს. დროის დაკარგვის ნაცვლად წარმოთქვი ლოცვა! როდესაც საქმიანობისას ბაგეები ლოცულობენ: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.- ეს საქმე იკურთხება და ადამიანი მორჩილების და ლოცვის ორმაგ მადლს იღებს.

გაწუხებენ აზრები? ლოცვა უდიდესი იარაღია!

ცოდვისადმი მიდრეკილი გონება ბოროტებისკენ მიიზიდება, მაგრამ როდესაც გონება ლოცვის მახვილს აიღებს, აღმართავს და აღმოფხვრის ყველა უმსგავს აზრს სასწაულ შედეგებს აღწევს. მთავარია მტკიცედ იპყრას ეს მახვილი და იცოდეს თუ როგორ გამოიყენოს ის.

 

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)