The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – ვერცხლისმოყვარეობის (მომხვეჭველობის) შესახებ

ვერცხლისმოყვარეობა არის კერპთა თაყვანისცემა, ურწმუნოების ასული და უძლურების წინასწარმეტყველი. მას სიბერის ცრუ შიში აქვს, არის შიმშილის მაუწყებელი, უწვიმობის მაცნე და ყოველგვარი ბოროტების დედა.
ვერცხლისმოყვარეობა სახარების შეურაცხმყოფელი და მცნებების ნებაყოფლობით დამრღვევია.
ვინც სიყვარული მოიპოვა, მან ფული განაბნია; ხოლო ვინც ამბობს, რომ ორივე აქვს, ის საკუთარ თავს აცდუნებს.
ვინც თავის თავს გლოვობს, მან საკუთარი ხორციც მოიძულა და საჭიროების შემთხვევაში არც მას დაინდობს.
ნუ ამბობ, რომ გლახაკებისთვის აგროვებ. ცათა სასუფეველი ორი დანგითაც (წვრილი ფულია – რედ.) უყიდიათ.

ვინც ეს ვნება დაამარცხა, მას საზრუნავი მოუკვეთავს; ხოლო მის მიერ შეკრული წმინდა გულით ვერასდროს ილოცებს.
ვერცხლისმოყვარეობის დასაწყისი არის მოწყალებაზე ფიქრი, ხოლო დასასრული — გლახაკთა სიძულვილი.
ვიდრე აგროვებენ – მოწყალებას ქადაგებენ; როცა ფულს შეაგროვებენ – ხელები ეკვრებათ.
მინახავს ფულით ღარიბი ადამიანები, სულიერად რომ გამდიდრებულან და სიხარულისგან ხორციელი სიდუხჭირე დავიწყნიათ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •