უფალმა ჩვენმა, იესუ ქრისტემ თქვა: „პური რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რომელსაც მე მივცემ ამ სოფლის ცხოვრებისთვის“ (ინ. 6:51).
ეს ნიშნავს, რომ წმინდა ზიარება მორწმუნეთათვის – ესაა აუცილებელი შემადგენელი ნაწილი სულიერი და ქრისტესმიერი ცხოვრებისა.
მაგრამ რადგან ეს სულიერი და ქრისტესმიერი ცხოვრებაა, კი არ უნდა ჩაქრეს და გაწყდეს, არამედ უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი, რათა ცოცხლებმა თავისთვის კი არ იცხოვრონ, არამედ მათთვის მომკვდარი და ჯვარცმული ქრისტესთვის, რომ მორწმუნეებმა იცხოვრონ არა საკუთარი და მიწიერი ცხოვრებით, არამედ ქრისტეს მსგავსი ცხოვრებით, რომელიც მათ გამო მოკვდა და ჯვარცმულ იქნა.
ამიტომ აუცილებლად მუდმივი უნდა იყოს წმინდა ზიარება.
როდესაც უფალმა ასწავლა ეს საიდუმლოება თავის მოწაფეებს, მას არ უთქვამს რჩევის სახით: ,,ვისაც სურს ჭამოს ხორცი ჩემი, და ვისაც სურს სვას სისხლი ჩემი“, არამედ უფალმა თქვა: ,,ვისაც უნდა, რომ შემომიდგეს მე“ (მთ. 16:24) და ,,თუ გინდა, სრულყოფილი იყო“ (მთ. 19:24). მან თქვა ბრძანებითად: ,,მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი“ და ,,სვით ამისგან ყველამ“ (მთ.26,26-28). რაც ნიშნავს: აუცილებლად მიიღეთ სისხლი ჩემი.
ხოლო შემდეგ ამბობს: „ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად“ (ლკ. 22:19).
რაც ნიშნავს: ამ საიდუმლოებას გადმოგცემთ, რომ აღსრულდეს არა ერთხელ, ორჯერ, ან სამჯერ, არამედ ყოველდღიურად ჩემი ტანჯვების გასახსენებლად, ჩემი სიკვდილისა და მთელი ჩემი საქმეების, თქვენს გადასარჩენად
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.