Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

წმინდა პაისი ათონელი - ახალგაზრდების პრობლემების შესახებ - ევქარისტია
Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
paisi atoneli 1

წმინდა პაისი ათონელი – ახალგაზრდების პრობლემების შესახებ

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

თუ ნამდვილი, მადლმოსილი სიყვარული არსებობს, ის მაშინვე იჩენს თავს ახალგაზრდების წინაშე და განაიარაღებს მათ. ჩემთან სენაკში მოდიან ახალგაზრდები – ათასი განსხვავებული მინდვრის ნაყოფი, სხვადასხვაგვარი პრობლემებით. მე კეთილი სიტყვით ვხვდები, ვუმასპინძლდები რაიმეთი, ვესაუბრები და ჩქარა ვმეგობრდებით. ისინი გულს მიხსნიან და საპასუხოდ ჩემგან სიყვარულს იღებენ. ზოგიერთი საბრალო ისეთ ნაკლოვანებას განიცდის. მათ სიყვარული სწყურიათ. იმთავითვე აშკარაა, რომ მათ არც დედისგან და არც მამისგან სიყვარული არ უგრძვნიათ. მათ არ შეუძლიათ სიყვარულით გაძღენ. და თუ გული გეტკინება მათთვის, თუ მათ შეიფარებ, ავიწყდებათ თავიანთი პრობლემები, ავიწყდებათ ნარკოტიკებიც კი, სნეულებისაგან იკურნებიან და უწესობას თავს ანებებენ, შემდეგ კი წმიდა მთაზე მოდიან, როგორც ღმრთისმოსავი მომლოცველები. ეს იმიტომ, რომ მათ რაღაცნაირად ღმრთის სიყვარული ეუწყებათ ხოლმე. და ჩანს, რომ მათ ჰქონიათ კეთილშობილება, რომლითაც შენს გულში შემოსასვლელს ნახულობენ. მათ მატერიალურად უჭირთ, მაგრამ ფულად დახმარებას არავისგან იღებენ, არჩევენ სამუშაო იშოვონ და თავი ირჩინონ, საღამოს კი ისწავლონ. ასეთი ახალგაზრდებისთვის ღირს დახმარება. სალონიკში რკინიგზის სადგურთან არის სახლი, სადაც ერთად ცხოვრობენ მოზარდები – გოგონებიც და ბიჭებიც. ერთ სამადგილიან ოთახში თხუთმეტნი ცხოვრობენ.

ყველანი დანგრეული ოჯახებიდან არიან. ერთნი ქურდობენ, მეორეები კი პატიოსნების გამო ამას ვერ აკეთებენ. რამდენი წელი ვთხოულობდი, რომ დავახლოებოდი ამ ბავშვებს, დავხმარებოდი მათ! მე ვითხოვდი, ტაძარი აეშენებინათ, რომ იქ შემეკრიბა ეს საწყლები. ახლა სადგურში წმ. მოციქულ ფილიპე-დიაკონის სახელობის პატარა ეკლესია გაიხსნა – რკინიგზელთა მფარველის.
ასე თუ ისე, მე მივხვდი რომ თუ ადამიანი ახალგაზრდობის ასაკიდანვე არ გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც მას ეძლევა, მის გამოყენებას ეშმაკი იწყებს. ტყუილად როდი ამბობს ანდაზა- „დაჰკარ რკინას – სანამ ცხელია“. იმიტომ რომ ადრე მჭედლები ისე კი არ აწრთობდნენ რკინას, როგორც ახლა: ყველა ეს შემადუღებელი საშუალება მაშინ არ იყო. მჭედლები ცეცხლში აწრთობდნენ რკინას, ცხელ წყალსა და ბორს ასხამდნენ. რკინები მაშინვე უნდა მიეწებებინათ ერთმანეთისთვის, როგორც კი ცეცხლიდან გამოიღებდნენ – გავარვალებული, ნაპერწკლებს რომ ისროდნენ, რადგან თუ ისინი გაციებას მოასწრებდნენ, აღარაფერი გამოვიდოდა. მეიმის თქმა მინდა, რომ თუ ყმაწვილები გულგრილად მოეპყრობიან იმ შესაძლებლობებს, რომელიც კეთილად მიეცათ მათ, შემდეგ კი სხვა ადამიანებს განკითხვასა და განსჯას დაუწყებენ – ღმრთის მადლი დატოვებს მათ და იგივე დაემართებათ, რაც გაციებულ რკინას მოსდის. იმ დროს, ვიდრე ღმრთაებრივი სითბო არსებობს, იგი – თუ, რა თქმა უნდა, ყურადღებით იქნება – წარმატებას მიაღწევს. ამიტომ მშობლები მოვალენი არიან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაეხმარონ შვილებს, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან.

ბავშვები მაგნიტოფონის სუფთა კასეტებს გვანან. თუ მათზე ქრისტეს ჩაწერ, ის მუდამ მათთან იქნება. თუ არა, მაშინ ათგზის უფრო ადვილია მათი ბოროტებისკენ გადახრა, როდესაც გაიზრდებიან. თუ ადამიანმა ბავშვობაში სულიერი შეწევნის ძალა გამოსცადა, ის აუცილებლად გონს მოვა მერეც, გარკვეული დროით გზიდანაც რომ გადასცდეს. თუ ხე ოლიფითაა გაჟღენთილი, იგი არ ლპება. თუ ცოტა მაინც გამოვკვებავთ ბავშვებს ღმრთისმოსაობით, ღმრთის შიშით, ეს მათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაეხმარება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ