porfiri kavsokaliveli 6

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – მოყვასისადმი სიყვარული ჩვენ უფლის სიყვარულისთვის გვამზადებს

მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო და უფალი მზადაა შემოვიდეს ჩვენში. როგორცაა ნათქვამი იოანეს გამოცხადებაში (გამოცხ. 3,20: 21,5). და როცა ის შემოვა ჩვენში ჩვენი აზრი ფერიცვალებას განიცდის, ბოროტებისგან თავისუფლდება, უფრო კეთილი, უფრო წმიდა და უფრო მოქნილი ხდება. მაგრამ თუ უფალს არ გაუღებთ კარებს, თუ არ ვფლობთ იმას, რაც მას ჩვენთვის უნდა, თუ მისი ღირსნი არა ვართ, მაშინ ის არ შემოდის ჩვენს გულში. ამიტომ მისი ღირსნი რომ გავხდეთ ჩვენში უნდა მოკვდეს ძველი ადამიანი, რომ მეტი არასოდეს აღარ მოვკვდეთ. მაშინ ჩვენ ვიცოცხლებთ ქრისტეში ეკლესიის მთელ სხეულთან გაერთიანებულები. ასე მოვა ღმრთიური მადლი, და თუ ის მოვა, მაშინ ის მოგვცემს ჩვენ ყველაფერს.

ერთხელ ათონზე მე ვნახე ისეთი რამ, რაც მე ძალიან მომეწონა. ნავში მსხდომ ბერებს ხელში ეკავათ სხვადასხვა წმიდა ნივთები. ისინი ყველა სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ამბობდნენ: „ეს ჩვენია“ და არა „ეს ჩემია“.
სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია. ჩემო შვილებო, ჩვენი მთავარი საზრუნავი სხვების სიყვარული, სხვა ადამიანის სულის მოფერება უნდა იყოს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, ლოცვაა, რჩევაა თუ მითითება გავაკეთოთ სიყვარულით. უსიყვარულოდ ლოცვას სარგებელი არა აქვს, რჩევა წყენას გვრის, მითითებას კი ზიანი მოაქვს და სხვა ადამიანს ანგრევს, რომელიც გრძნობს გვიყვარს ჩვენ ის თუ არა, და რეაქციაც შესაბამისი აქვს. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! მოყვასისადმი სიყვარული ჩვენ უფლის სიყვარულისთვის გვამზადებს. განა ეს მშვენიერი არ არის?

დაუნაწილოთ ყველას უანგაროდ ჩვენი სიყვარული და არ მივაქციოთ ყურადღება მათ ჩვენდამი დამოკიდებულებას. როცა ჩვენში მადლი შემოვა ჩვენთვის სულ ერთი იქნება ვუყვარვართ ჩვენ თუ არა, ვაინტერესებთ ვინმეს თუ არა. ჩვენ შეგვიპყრობს მხოლოდ დაუძლეველი სურვილი გვიყვარდეს ყველა. ეს ეგოიზმია, როცა გვინდა, რომ მოწიწებით გველაპარაკებოდნენ. ნუ გაგვაწბილებს სხვების უხეშობა. დე გველაპარაკონ საკუთარი გრძნობის შესაბამისად. ნუ ვიმათხოვრებთ სიყვარულს. ჩვენი მისწრაფება მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ გვიყვარდეს ისინი და ვილოცოთ მათთვის მთელი სულით. მაშინ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ადამიანებს ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ყოველგვარი ჩვენი თხოვნის გარეშე ვუყვარვართ. ისინი ჩვენ შეგვიყვარებენ თავისუფლად და გულწრფელად, მთელი გულით ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დაძალების გარეშე. როცა ჩვენ გვიყვარს და არ ვესწრაფით, რომ ჩვენც ვუყვარდეთ, მაშინ, ყველანი ჩვენს ირგვლივ იკრიბებიან, როგორ ცფუტკრები.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X