პორფირი კავსოკალიველი scaled

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – როცა ქრისტე გულში შემოდის, ცხოვრება იცვლება

როცა ქრისტე გულში შემოდის, ცხოვრება იცვლება. ქრისტე – ყველაფერია. ვის გულშიც ქრისტე ცოცხლობს, ისეთ რამეს განიცდის, ამის გამოხატვა შეუძლებელია: წმინდას და საიდუმლოს. ასეთი ადამიანი დიდ სიხარულშია. დამიჯერეთ! ეს სიმართლეა! ამას განიცდიდნენ წმინდა მთის მოსაგრენი. ისინი, მოწყურებულნი, განუწყეტლივ ჩურჩულებენ ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე…”.

უფალს მივმართოთ როგორც მდაბალმა მსახურებმა, მავედრებელი ხმით, თხოვნით. მაშინ ჩვენი ლოცვა სათნო იქნება უფლისათვის. მოდით, მოკრძალებით დავდგეთ ჯვარცმულის წინ და ვთქვათ: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. ამით ყველაფერია თქმული. გული რადიომიმღებია, ხოლო ვნებები – რადიოეთერის ხარვეზები… იმისათვის, რომ ქრისტემ ჩვენში თავი გამოავლინოს, როცა მოვუწოდებთ ლოცვაში “უფალო იესო ქრისტე”, ჩვენი გული სუფთა უნდა იყოს, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ხარვეზისაგან, სიძულვილისგან, ეგოიზმისგან, სიბრაზისგან. ჩვენ უფალი უნდა გვიყვარდეს, მასკი – ჩვენ.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი