წმინდა პორფირი კავსოკალიველი – მოსაგრეობის აზრი ქრისტესადმი სიყვარულში, მისადმი მოშურნეობაშია

შეიყვარეთ ლოცვა – ქრისტესთან საუბარი. მოსაგრეობის აზრი ქრისტესადმი სიყვარულში, მისადმი მოშურნეობაშია. გახდით უფლის სიყვარულის ღირსნი, რათა არ დარჩეთ ბნელში. ჩართეთ ლოცვის გადამრთველი, რათა თქვენს სულში ღვთიური ნათელი აინთოს. მაშინ თქვენი არსის სიღრმეში ქრისტე გამოცხადდება, იქ, სადაც ცათა სასუფეველია: “ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია” (ლუკ. 17,21).

ლოცვა მხოლოდ სულიწმიდით აღევლინება და ის მას ასწავლის სულს: “ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.” (რომ. 8, 26). სიყვარულისა და თვინიერების გამოჩენის გარდა, არაფერია საჭირო. მუდარებითა და თხოვნით მივმართოთ უფალს, როგორც მორჩილმა შვილებმა და მაშინ იგი ჩვენს ლოცვას შეისმენს. დავდგეთ კდემამოსილებით ჯვარცმულის წინაშე და ვთხოვოთ: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ადამიანის გონება ლოცულობს, მას ღვთიური მადლი უეცრად იპყრობს. ხოლო როცა ადამიანი მადლიანი ხდება, ყველაფერს სხვა თვალით აღიქვამს. მთავარია, ქრისტეს სიყვარული ჩავაქსოვოთ ლოცვაში, ღვთის გააზრებაში, წმიდა წერილის კითხვაში…

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •