კავსოკალიველი scaled

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – მოძმისადმი სიყვარულით იზრდება ღვთისადმი სიყვარული

ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი რამ უნდა ვეძებოთ – სიყვარული, ქრისტეს მსახურება და მოყვასის სიყვარული. გავერთიანდეთ ყველა ერთად სიყვარულში და ქრისტე იყოს ჩვენი თავი. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მადლის მოპოვებას, ცათა სასუფევლში შეღწევას და ცხონებას.
მოძმისადმი სიყვარულით იზრდება ღვთისადმი სიყვარული. ჩვენ ბედნიერები ვხდებით როცა იდუმალი გზებით ყველა ადამიანს შევიყვარებთ. მაშინ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ყველას უყვარვართ. არავის ძალუძს ღვთის შეცნობა, თუ არ გაივლის ადამიანთა გულებში. “ვინაიდან თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?” (1იოან. 4,20).

ეს არის ქრისტეს ეკლესია: მე, შენ, ის – სხვა ადამიანი. ვიგრძნოთ ყველამ, რომ ჩვენ ქრისტეს ნაწილები ვართ, რომ ერთიანნი ვართ. თავმოყვარეობა ეაეგოიზმია. არ ვითხოვოთ: „მე ვცხონდები, მე სამოთხეში მოვხვდები“, არამედ იგივე ვინატროთ ყველასათვის, არ გვინდა მოსაგრეობა მხოლოდ საკუთარი სულის საცხონებლად, არამედ სიყვარულით დავეხმაროთ ერთმანეთს ცხონების საქმეში. გესმით? სწორედ ეს არის მორჩილება.

განა მე შემიძლია ვიყო გულგრილი ასეთი ადამიანისადმი, განა შემიძლია ვაწყენინო და მძულდეს? ეს ჩვენი ეკლესიის უდიადესი საიდუმლოა. მოდით გავხდეთ ყველანი ერთიანნი ღმერთში. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ ღვთის ახლობლები გავხდებით. ამ ერთიანობაზე უკეთესი არაფერია სამყაროში. აი რა არის ეკლესია. აი რა არის მართლმადიდებლობა. აი რა არის სამოთხე. მოდით წავიკითხოთ იოანე მახარებლის სახარებაში დაწერილი უფლის ლოცვა. დააკვირდით შემდეგ სტროფებს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე – შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ – ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. (იოან. 17, 11, 21-24).

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •