Ic6454

წმინდა სილუან ათონელი – ვინც ლოცულობს მის სულში ღმრთაებრივი მშვიდობა სუფევს.

ვისაც უნდა, რომ განუწყვეტლად ილოცოს, ის ყველაფერში თავშეკავებული და იმ მოძღვრის მორჩილი უნდა იყოს, რომელსაც ემსახურება. მან ხშირად უნდა თქვას აღსარება და უნდა იფიქროს, რომ მის მოძღვარს უფალი მართავს თავისი მადლით და მაშინ მის მიმართ ცუდი აზრები აღარ გაუჩნდება. წმინდა მორჩილების გამო ასეთი ადამიანი მადლისმიერი კეთილი აზრებით განისწავლება და ქრისტეს სიმდაბლეს წარმატებით ითვისებს. ხოლო თუ იფიქრებს რომ მას არავის რჩევა-დარიგება სჭირდება და მორჩილებას მიატოვებს, მაშინ ხშირად გაღიზიანდება, წარმატებას ვერ მიაღწევს და შეიძლება ლოცვის უნარიც კი დაკარგოს.

ლოცვის უნარი რომ შეინარჩუნო, ის ადამიანები უნდა გიყვარდეს, რომლებიც შეურაცხყოფას გაყენებენ და მანამდე უნდა ილოცო, სანამ მათ სული არ შეურიგდება და მაშინ უფალი განუწყვეტელი ლოცვის უნარს მოგცემს, რადგან ასეთ ლოცვას ის მხოლოდ მტრებისთვის მლოცველ ადამიანებს მიჰმადლებს. ამგვარი ლოცვის მასწავლებელი თვითონ უფალია, მაგრამ ამისთვის სულს სიმდაბლე უნდა გააჩნდეს. ვინც სწორად ლოცულობს მის სულში ღმრთაებრივი მშვიდობა სუფევს.

მლოცველი ადამიანი ყველა ქმნილებისადმი გულმოწყალეა და ყველა უყვარს და ებრალება, რადგან ეს სიყვარული სულიწმინდის მადლმა ასწავლა.

 

(ამონარიდში გამოყენებული მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •