Силуан Афонский. 1930 е

წმინდა სილუან ათონელი – ჩემი სული განუწყვეტლივ მიისწრაფის იმ სამყაროში, სადაც ქრისტე ცხოვრობს

ბავშვობიდანვე მიყვარდა სამყარო და მისი სილამაზე, მიყვარდა მინდვრები, ველები, მიყვარდა მწვანე ბაღები, მთელი ქვეყანა ღვთისა, ასე ლამაზად შექმნილი მის მიერ. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუცქერდი ნათელ ღრუბლებს მტრედისფერ ცაზე, მაგრამ ამის შემდეგ, რაც შევიცანი ჩემი უფალი, ყველაფერი შეიცვალა ჩემს გულში; მე უკვე აღარ მატკბობს ეს სამყარო, არ მინდა ვუყურო მას; ჩემი სული განუწყვეტლივ მიისწრაფის იმ სამყაროში, სადაც ქრისტე ცხოვრობს.

როგორც ჩიტი გალიაში, ისე იტანჯება ჩემი სული დედამიწაზე, როგორც ჩიტს უნდა და მიისწრაფის ვიწრო გალიიდან მწვანე ველზე, ასე მიისწრაფის ჩემი სული ქრისტესკენ, უნდა კვლავ იხილოს იგი, რამეთუ მან მიიზიდა ჩემისული და მოწყენილია იგი, უხმობს მას: ”სად ხარ შენ ნათელო ჩემო? შენ ხედავ, რომ ცრემლიანი გეძებ. შენ რომ არ გამოცხადებულიყავი ჩემთან მე ვერ შევძლებდი მეძებნე ისე, როგორც ახლა გეძებ; შენ თვითონ მომძებნე მე ცოდვილი და შემამეცნებინე შენი სიყვარული. შენ დამანახე რომ ჩვენდამი სიყვარულმა ჯვარცმამდე მიგიყვანა შენ და ტანჯვით დადე თავი ჩვენთვის.

შენ შეგეცოდე და გამომიმჟღავნე შენი სახე; ამის შემდეგ ჩემი სული სულ შენსკენ მოისწრაფის, უფალო და ვერაფერში ვერ ხედავს მოსვენებას დღე და ღამე, ვტირი, როგორც ბავშვი დედის დამკარგავი. ჩემი სული, როდესაც შენ გხედავს, მთელ სამყაროს ივიწყებს. ო, როგორ უნდა ჩემს სულს შენთან!

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ