IMG 0150

წმინდა სოფრონ სახაროვი – ლოცვა რწმენითა და სინანულით მოიპოვება

ფსიქოსომატური მეთოდები იესუს ლოცვისას, როგორიცაა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გულისცემაზე ყურადღება და ა.შ. დამწყებთათვისაა და ეხმარება მათ იპოვონ ის ადგილი, სადაც ლოცვის დროს გონების ყურადღება უნდა გაამახვილონ. თუმცა, ლოცვა რაიმე ხელოვნური მეთოდით კი არა, არამედ რწმენითა და სინანულით მოიპოვება. ეს ორი სათნოება ჭეშმარიტი ლოცვის საფუძვლებია. ფსიქო ტექნიკური მეთოდების საფრთხე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ არსებობენ არცთუ ისე მცირე რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ მეთოდებს და არ აღიქვამენ მათ, როგორც მხოლოდ დამხმარე საშუალებებს.

ამიტომაც დამწყებ მოღვაწეებს მამები უფრო მეტად სასარგებლო და უსაფრთხო გზას ურჩევენ, კერძოდ კი ყურადღების ლოცვის სიტყვებზე გამახვილება. როდესაც საკუთარი დაცემულობის განცდა იმატებს, გონება ბუნებრივად შეუერთდება გულს.

იესუს ლოცვით, ამ ღვაწლის სწორად წარმართვით, ანუ სწორი სულიერი ცხოვრებით ჩვენში მარადიული ღმერთის განცდა იბადება, რაც მთელს ჩვენს არსებას აღავსებს, გონებას აღიტაცებს და ახალი სიცოცხლის არსებობის შესახებ გვაუწყებს. ღვთაებრივი ნათელი სწორედ მისი სახელის მეშვეობით შემოდის ჩვენში.

ეკლესიაში ყველა საიდუმლოება ღმერთის სახელის მოხმობით აღესრულება, პირველ რიგში: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. მთელი ჩვენი ღმრთისმსახურება ღმრთის სახელის მოხმობაზეა დაფუძნებული. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვამბობთ იმას, რომ ქრისტეს სახელი მაგიურ ძალას შეიცავს, მაგრამ რწმენის აღმსარებლობით, კრძალვით, გულის შემუსვრილებით, ღმრთის შიშითა და სიყვარულით მოხმობილი ქრისტეს სახელით ღმერთი ჩვენში შემოდის.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •