სოფრონ სახაროვი .mp4 000311560

წმინდა სოფრონ სახაროვი – ლოცვამ შეძრა ჩემი შინაგანი სამყარო

ჩემი სიცოცხლის მიწურულს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე არაერთხელ აღსრულდა 33-ეფსალმუნის სიტყვები: ”ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი… გეშინოდეთ უფლისა, რამეთუ არა არს ნაკლულოვანება მოშიშთა მისთა”. საკუთარი სიგლახაკისა და სიბრმავის ჭვრეტა ნამდვილად არ არის სიხარულის მომნიჭებელი, თუმცა ჩემი შემოქმედის თვალში სწორედ საკუთარი არარაობის შემეცნების გამო ვარ ნეტარი.

პირველ რიგში, უნდა დავინახო ქრისტე, რომ საკუთარი თავი მას შევადარო და ამ შედარების საშუალებით შევიგრძნო საკუთარი უმსგავსობა და დაცემულობა. არ შემიძლია ვიცნობდე საკუთარ თავს, თუკი ჩემს წინაშე არ არის მისი წმინდა ხატება. ამ ყველაფრის ხედვით, ჩემში იშვა ლოცვა, რომელმაც ცრემლების ზღვაში ჩამძირა, მაშინ ვერ ვხედავდი განკურნების გზას, ვფიქრობდი, რომ ჩემი ეს მდგომარეობა და ქრისტეს მშვენიერება სრულიად შეუსაბამოა ერთმანეთთან.

ასეთმა ლოცვამ შეძრა ჩემი შინაგანი სამყარო და ქრისტეს ნათელი შემოვიდა ჩემს დაბნელებულ გულში. ღრმა სიჩუმეში, მყუდროებაში ვჭვრეტდი მის სიკეთეს, სიბრძნეს, სიწმინდეს, სიტკბოებასა და ენით აუწერელ მშვენიერებას.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ