სახაროვი .mp4 000311560

წმინდა სოფრონ სახაროვი – ჭეშმარიტი სინანული

ყველას არ შეუძლია გაიგოს, რატომ არის, რომ სულიერი სიმშვიდის მაძიებელი მამაკაცები, რომლებმაც ყველაფერი ამქვეყნიური მოიძულეს, არანაკლები და უფრო მეტი გულამოსკვნით გოდებენ, ვიდრე კუბოსთან მყოფი უსაყვარლესი შვილის დამტირებელი დედა. ამ განდეგილმა ადამიანებმა საკუთარ არსში სიბნელით აღვსილი უფსკრული განჭვრიტეს და საკუთარ სავალალო მდგომარეობას დასტირიან: „ბოროტების შეცნობის“ პროცესში ადამიანი ღრმა ფესვებს აწყდება და ხვდება, რომ მისი ძალებით ამ ჭირის ამოძირკვა შეუძლებელია.

მეორემხრივ, მისთვის, ვინც თავის ნამდვილ, ადამიანურ ბუნებას არ დაინახავს, პიროვნული სულიერების ჭეშმარიტი შინაარსი სამუდამოდ შეუცნობელი რჩება. გარეშე თვალისთვის ეს ყოველივე დაფარულია, რადგან ხედვის ასეთი მადლი მხოლოდ მან შეიძლება მიიღოს, ვინც სრულად და თავისი ნებით მიენდობა ღმერთს _ იესო ქრისტეს. ამ მადლს სხვაგვარად ღვთის სიყვარულის ნიჭი ჰქვია, ამ მადლის გარეშე ადამიანის თვალს ჭეშმარიტი სინანულის ცრემლი ვერ მოსწყდება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •