1

წმინდა სოფრონ სახაროვი – სახელი იესუ ქრისტე სულიერი რეალობაა

ამოუწურავია ქრისტეში ცხოვრების სიღრმეები. მისი გათავისება ჩვენი ძალების სრული დაძაბულობით, ხანგრძივი დროის განმავლობაშია შესაძლებელი. ქრისტეს სახელის შემცველობისა და არსის შეცნობა თანდათანობით ხდება. ჩვენი გულის გახარება მის წამიერ მოწოდებასაც შეუძლია. ეს კარგია, მაგრამ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. ჩვენი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძება მეტად შევიცნოთ ღმერთი. მაშინ ვუახლოვდებით სრულყოფილებას, როდესაც გონება და გული გაერთიანდებიან.

როგორ რადიკალურად იცვლება ყველაფერი როდესაც ჩვენს გულში ქრისტე შემოდის! თითოეული წამი ძვირფასი და ღრმა აზრის შემცველი ხდება!

სახელი იესუ ქრისტე სულიერი რეალობაა და ონტოლოგიურადაა დაკავშირებული ძე ღმერთთან. ეს სახელი ჩვენთვის ღმერთთან მიმყვანებელი ხიდია, ერთგვარი არხია, რომლითაც ჩვენში საღმრთო მადლი იღვრება. მისი მოხმობით განვიწმინდებით, რადგან თავად ღმერთია წმინდა. ქრისტეს სახელის მოხმობის საშუალებით ჩვენ ღმერთს ვუერთდებით, რადგან ამ სახელში მყოფობს ღმერთი, როგორც ერთგვარ კეთილსურლებით აღსავსე ძვირფას ჭურჭელში. მისი საშუალებით ამ სამყაროს მიღმიერი ხელმისაწვდომი ხდება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •