amfiloqe makrisi 2

წმინდა ამფილოქე მაკრისი – ლოცვით ყველაფერს მოიპოვებ!

შვილებო, ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდული მოშურნეობა. დაე თქვენი ყველა ნაბიჯი ლოცვის თანხლებით გადაიდგას! თქვენ, ჩვენი ეკლესიის ღმერთშემოსილი მამების გზაზე დგახართ. თქვენი გულები მიისწრაფვიან ქრისტესკენ – ჩვენი ერთადერთი მეფისკენ. შეიარაღებულნი სიმდაბლითა და გონიერი იესუს ლოცვით. სწორედ ასე შეძლებთ ემსახუროთ ჩვენს წმინდა ეკლესიას და იგრძნოთ ენითაღუწერელი საღმრთო სიხარული!

არანაირი ფასი არ აქვს მორჩილებას თუკი არ ახლავს მას შინაგანი ლოცვა. ქრისტე ისმენს გულიდან აღვლენილ ლოცვას. სიტყვები ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” არ უნდა შეწყდეს შენს გონებაში! არ მიაქციო ყურადღება გულის განცდებს. მხოლოდ ლოცვის სიტყვებში გამოკეტე გონება. იესუს ლოცვის წყალობით ადამიანი მუდამ მხიარული, სავსე და გაბრწყინებულია! გონიერი ლოცვა მოიცავს ადამიანს, ანათლებს და განწმენდს მას.

ლოცვით ყველაფერს მოიპოვებ! ადამიანი განიწმინდება, განათლდება. ეცადეთ, რომ ყოველ წამს იესუს ლოცვის სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ! ლოცვის მეშვეობით თქვენს გულში ცოცხალი ქრისტეს მყოფობას იგრძნობთ! მოიხვეჭთ ზეციურ სიხარულს. ბავშვებს დაემსგავსებით, ლოცვა აღზრდის თქვენში ისეთ უბრალოებას და სიმარტივეს, როგორიც ადამს ჰქონდა სამოთხეში. მიდით შვილებო, აღზარდეთ თქვენში ლოცვა!



(გამოკრებილია წიგნიდან: Старец с Патмоса Амфилохий Макрис – Митрополит Игнатий Триантис)

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •