მთაწმინდელი 2

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი – ხშირი ზიარების შესახებ

კიდევ რა გინდოდა მიგეღო, ქრისტიანო, ამ სიკეთეზე უფრო მეტი და რა ვერ მიიღე წმინდა ზიარებისგან? ნუთუ არ გინდა, რომ ყოველი დღე დღესასწაული იყოს შენთვის? რომ ყოველთვის, როცა კი მოისურვებ, იზეიმო ბრწყინვალე აღდგომა, და ეს მწუხარებებით სავსე ცხოვრება გამოუთქმელ ნეტარებაში გაატარო? – განუწყვეტლივ მიეახლე წმინდა საიდუმლოს, ჯეროვნად მომზადებული, და მაშინ დატკბები იმით, რაც გსურს. ჭეშმარიტი პასექი და ჭეშმარიტი დღესასწაული ხომ ქრისტეა სულისთვის – ქრისტე, რომელიც საიდუმლოში მსხვერპლად შეიწირვის.

ო, რა დიადია ის ნეტარება, რომელსაც ქრისტიანები ხშირი ზიარების წყალობით განიცდიან – აქაც, ამ წუთისოფელშიც და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც!

რამ შეიძლება მოგვანიჭოს იმაზე დიდი ნეტარება, ვიდრე იმან, რომ ყოველთვის ვემზადებოდეთ ზიარებისთვის და მივეახლებოდეთ წმინდა სიდუმლოს, ამის წყალობით კი მუდამ თავისუფალი ვიყოთ ცოდვებისაგან? და რომ, მიწაზე მცხოვრებნი, ზეცაში მყოფ ანგელოზებს ვემსგავსებოდეთ სისპეტაკით? სხვა რომელი, რომელი ბედნიერება შეიძლება შეედაროს ამ ბედნიერებას?

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •