83997668 2492055471111349 527087577795133440 o

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი – განუწყვეტლივ მიეახლე წმინდა საიდუმლოს

კიდევ რა გინდოდა მიგეღო, ქრისტიანო, ამ სიკეთეზე უფრომეტი და რა ვერ მიიღე წმინდა ზიარებისგან? ნუთუ არ გინდა, რომ ყოველი დღე დღესასწაული იყოს შენთვის? რომ ყოველთვის, როცა კი მოისურვებ, იზეიმო ბრწყინვალე აღდგომა, და ეს მწუხარებებით სავსე ცხოვრება გამოუთქმელ ნეტარებაში გაატარო? – განუწყვეტლივ მიეახლე წმინდა საიდუმლოს, ჯეროვნად მომზადებული, და მაშინ დატკბები იმით, რაც გსურს. ჭეშმარიტი პასექი და ჭეშმარიტი დღესასწაული ხომ ქრისტეა სულისთვის – ქრისტე, რომელიც საიდუმლო ში მხვერპლად შეიწირვის.

ო, რა დიადია ის ნეტარება, რომელსაც ქრისტიანები ხშირი ზიარების წყალობით განიცდიან – აქაც, ამ წუთისოფელშიც და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც!

რამ შეიძლება მოგვანიჭოს იმაზე დიდი ნეტარება, ვიდრე იმან, რომ ყოველთვის ვემზადებოდეთ ზიარებისთვის და მივეახლებოდეთ წმინდა სიდუმლოს, ამის წყალობით კი მუდამ თავისუფალი ვიყოთ ცოდვებისაგან? და რომ, მიწაზე მცხოვრებნი, ზეცაში მყოფ ანგელოზებს ვემსგავსებოდეთ სისპეტაკით? სხვა რომელი, რომელი ბედნიერება შეიძლება შეედაროს ამ ბედნიერებას?

წიგნიდან: სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდე ქრისტეს წმინდა საიდუმლოს

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •