image00002

არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი – ღმერთის და მოყვარის სიყვარული

ღმერთის სიყვარული არ შეიძლება განცალკევდეს მოყვასის სიყვარულისგან. ვინც ფიქრობს, რომ სინამდვილეᲨი ორი სიყვარული არსებობს, უდავოდ, შეცდომით გაიგებს ამ მცნების მნიშვნელობას და არასწორად შეასრულებს.

სიყვარული მხოლოდ ერთია, რომელიც ღმერთს მიემართება; ეს არის სიყვარული, რომელიც აღავსებს მთელ სამყაროს და უპირველეს ყოვლისა ადამიანურ ბუნებას, რადგან ღმერთის ხილვა შესაძლებელია ადამიანთა სახეებში.

არ არსებობს ადამიანი, რომელიც მთლიანად მოკლებულია სულიწმინდის მადლს, განსაკუთრებით კი ქრისტიანი, რომელიც დაბეჭდილია სულიწმინდით; Როდესაც პრაქტიკაᲨი ვერ ვავლენთ Ჩვენს სიყვარულს ადამიანის მიმართ, დასტურდება, რომ არც ღმერთი გვიყვარს.

ჩვენი ლოცვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილშობილური და სწორია ჩვენი ურთიერთობა ადამიანებთან.
ერთში უყურადღებობა მეორეში წარუმატებლობას იწვევს.
ამიტომ აიძულეთ თავი, გააკეთოთ ის, რაც ჩვენი სულის სინათლეა, რაც განდევნის აზრთა და ცდუნებათა სიბნელეს – ილოცეთ.

ამრიგად, მორწმუნე უბრუნდება საკუთარ თავს და ლოცვას, რომელიც მას მუდმივად აერთიანებს ღმერთთან.” [1, 126].

Share