ფრანცისკო (წმ. იოსებ ისიქასტის საერო სახელი) იმ დროის ერთერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწესთან ბერ კალენიკესთანაც დადიოდა, რომელიც კატუნაკის მახლობლად, უდაბნოში ცხოვრობდა. მაშინ ის ძალიან ავტორიტეტული გახლდათ და ცოცხალ წმინდანადაც კი მიიჩნევდნენ. ბერმა იოსებმა მოგვიანებით მის შესახებ თქვა: ”საოცარი მოღვაწე იყო, ორმოცი წელი დაყუდებით ცხოვრობდა და გონიერ ლოცვაში ვარჯიშობდა, მას ნაგემი ჰქონდა ღმრთაებრივი სიყვარულის სიტკბოება და სხვებისთვისაც დიდი სარგებელი მოჰქონდა”.
კატუნაკში ერთი ბრმა ბერიც გაიცნო, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!” როდესაც დაიღლებოდა ლოცვას შინაგანად წარმოთქვამდა, დასვენების შემდეგ კი ისევ იწყებდა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!” ფრანცისკო მისგან სულიერ დარიგებებს იღებდა და საკუთარ გულის სიტყვებს უხსნიდა, ის კი ეუბნებოდა: ”შვილო, იესუს ლოცვა! იესუს ლოცვა შვილო! უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე! უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!”.
ასევე მან ერთი მოღვაწე აღმოაჩინა, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა და მუდმივად ტიროდა, მთელ ღამეს ცრემლებში ატარებდა, მისი ბალიში ყოველთვის სველი იყო. მას არ უნდოდა, რომ მასთან ხშირად ყოფილი ყოვინმე, რათა ცრემლები არ შეწყვეტოდა და ამიტომაც მისი მორჩილი მას დღეში ორჯერ ან სამჯერ აკითხავდა. ერთხელაც მორჩილმა ჰკითხა:
– მამაო, ამდენს რატომ ტირი?
– შვილო, როდესაც ადამიანი ღმერთს ჭვრეტს, სიყვარულისგან ცრემლები სდის და არ შეუძლია მათი შეკავება.
წიგნიდან ”ჩემიცხოვრება ბერი ოსებთან’‘
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ