მხოლოდ გონიერი ლოცვის მეშვეობით აღწევს ადამიანი უვნებობას.
არც კითხვით და არც რაიმე სხვა ღვაწლით მიიღწევა ის. არ ინერვიულო შენი ლოცვის სიმშრალისა და არასრულყოფილების გამო, არამედ ქრისტეს სახელის ხშირი მოხმობით მოთმინებით ელოდე ნაყოფს. რამდენჯერაც გაგექცევა გონება იმდენჯერ დააბრუნე ლოცვის სიტყვებში. უფალი დაინახავს შენს მონდომებას და შრომას და მოგანიჭებს მადლს, რომელიც შემოკრებს შენს გონებას.
გულის ნიადაგი მაშინ გამოიღებს ნაყოფს, როდესაც ლოცვით გაპოხიერდება, ცრემლით მოირწყვება და სარეველა აზრები ამოიძირკვება. მშვიდობის დროს არ მოდუნდე, ილოცე, გამოსწორებისთვის იბრძოლე, ომისთვის მოემზადე და სიმამაცე მოიკრიბე. ნუ გეშინია განსაცდელების! ღვაწლი შეუპოვრობას და მოთმინებას მოითხოვს.
მართალი დღეში ათასჯერ თუ დაეცა, ათასჯერვე წამოდგება და ეს გამარჯვებაში ჩაეთვლება! აი რას ნიშნავს ლოცვა: მუდმივი სინანული, საღმრთო წყალობის მუდმივი მოხმობა.
გამოკრებილია წიგნიდან : ”О трезвении и молитве”
ლინკი: https://azbyka.ru/…/Efrem_Svyatogorec/o-trezvenii-i-molitve/
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.