ლოცვა აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი ხორციელი, ვნებიანი და ეგოისტი გული უვნებოდ გარდაიქმნას. როდესაც ყველაზე მთავარი განიწმინდება(გული), შემდეგ ადამიანის მთელი ბუნება გარდაიქმნება.
ლოცვა განდევნის სასოწარკვეთილებას, მოწყენილობას, სიზარმაცეს და მოაქვს მოშურნეობა და ღვაწლის წყურვილი.
გონიერი ლოცვა ყველა სიკეთის წყაროა. თუკი მასში წარვემატებით, ვნებებისგან გავთავისუფლდებით. დროთა განმავლობაში ბოროტი გულისსიტყვები გაქრებიან და ჩვენი გული ბავშვის უბოროტო გულს დაემსგავსება. ღვაწლის დასაწყისში სირთულეებს ვაწყდებით, ისევე როგორც ნებისმიერი ხელის მექანიზმის ასამუშავებლადაა დიდი ძალისხმევა საჭირო. თუკი ეს მექანიზმი ავტომატური გახდება, მაშინ მისი ეფექტურობა ბევრად გაიზრდება და ეს ძალისხმევა აღარ იქნება საჭირო.
ასევეა ლოცვაშიც. როდესაც დროთა განმავლობაში ის ჩვენში გამეფდება, მაშინ ის დიდი შრომის გარეშე წარმოითქმება და მრავალ ნაყოფს გამოიღებს. ლოცვის დროს მოვერიდოთ სიამაყეს, რადგანაც ეს ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ამ ღვაწლისა. ამიტომაც საჭიროა მუდმივი თავის დამდაბლება, საკუთარი თავის განკითხვა, რადგანაც რამდენადაც ვმდაბლდებით იმდენად მეტ მადლს მოვიხვეჭთ ლოცვისას.
ძალიან მნიშვნელობანია, რომ ლოცვისას ყურადღებით ვიყოთ და სხვა არაფერზე ვიფიქროთ.
გამოკრებილია წიგნიდან : ”О трезвении и молитве”
ლინკი: https://azbyka.ru/…/Efrem_Svyatogorec/o-trezvenii-i-molitve/
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.