ამამაო სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ მან არ უნდა მიიზიდოს და მოიცვას ჩვენი გული, რომ არ მოაკვდინოს სულიერი სიცოცხლისუნარიანობა და არ განაშოროს მის შემოქმედსა და ღმერთს. ამიტომ, ჩემო შვილო, მუდმივი ლოცვა გვმართებს, რომ უწყვეტი კავში რიგვქონდეს ქრისტესთან და მისგან მივიღოთ სულიერი ძალა, რათა ყოველ დემონურ თავდასხმას ძლევაშემოსილი აღვუდგეთ წინ. ვიმეოროთ იესუს ლოცვა და სასწაულმოქმედი უფალი ჯერ ჩვენს აურაცხელ ცოდვებს მოგვიტევებს, შემდეგ კი თავისი მადლით შეგვეწევა სამი დიდი მტრის – ხორცის, სოფლისა და ეშმაკის – დამარცხებაში. გარდა ამისა, ლოცვა ღმრთისმიერი სიხარულისა და მშვიდობის მომნიჭებელია. დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღმრთაებრივი სიხარული, ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენით.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ