mamontov1

არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი – დიალოგი სიცოცხლეა

როგორ აღადგინოს ადამიანმა ღმერთთან შეწყვეტილი დიალოგი?

ეს მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი, რადგან მასშია სიცოცხლე, ახალი გამოცდილების, ახალ განზომილებაში შესვლის საშუალება. როდესაც ქრისტე ამბობს: ”იყვენით ვითარცა ყრმანი” ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სამოთხისეული ადამის მსგავსია – დიალოგის წყურვილით აღსავსე. ის, როგორც ადამი შეხებაში მოდის სხვადასხვა საგნებთან, უნდა, რომ ესაუბროს, მზეს, ცხოვრელებს, ადამიანებს. ბავშვის სიცოცხლე ნდობის სულით სუნთქავს. ეს სული არ უნდა დავკარგოთ, რადგან მხოლოდ ის ბადებს ჭეშმარიტ ურთიერთობას, ჭეშმარიტ ლოცვას.

დიალოგი – სიცოცხლეა. ღმერთთან მყოფობა დიალოგის სახისაა. სიკვდილი – მონოლოგიურია. ღმერთთან დიალოგში მყოფი ადამიანი, ამრავლებს სიცოცხლეს საკუთარ თავში.