ჩვენი მამების, თითქმის ვერცერთ სიტყვაში, ვერ ნახავთ იმას, რომ რომელიმე სხვა სათნოებას ამგვარი ქება დაემსახურებინა, რომ ასეთი მოთმინებითა და მოშურნეობით ეცადათ მისი პრაქტიკაში განხორციელება.
აღვნიშნავ, რომ ჩემი ამოცანა არ არის ცამდე ავიყვანო, ეს სათნოებათა დედოფალი (გონიერი ლოცვა), ჩემი მიზანია – ვუბიძგო და შთავაგონო ყოველი მორწმუნე ლოცვის ღვაწლისკენ, რათა საბოლოო ჯამში ყველამ საკუთარი გამოცდილებით ისწავლოს, რადგანაც ჩემი საუბარი ლოცვაზე ძალიან მოკლეა და არ არის საკმარისი. ამრიგად, მოდით ყველა დაინტერესებული, იმედგაცრუებული, დამწუხრებული, გაურკვევლობაში მყოფი, მცირედმორწმუნე და ყველა ვინც სხვადასხვა განსაცდელში იმყოფებით! ჩვენი უტკბესი იესუ ქრისტე, ჩვენი სიცოცხლე, გვამცნებს: ”თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი” (ინ.15:5).
ასე, რომ როდესაც ჩვენ მუდამ მოვუწოდებთ უფალს, შეუძლებელია მარტოობაში დავრჩეთ და შედეგად, მისი დახმარებით ყველაფერს შევძლებთ. აი ჭეშმარიტი არსი ფსალმუნის სიტყვებისა: ”მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ” (ფს.49:15).
არა მხოლოდ ”დღესა ჭირისა”, არამედ ყოველთვის, ყოველდღე უნდა მოვუხმოთ მის წმინდა სახელს, რათა ღირს ვიქმნეთ სულიერი განათლებისა, რათა გავხდეთ უფრო მოშურნენი და ამგვარად ყოველგვარი საცდურის საფრთხისაგან გავთავისუფლდეთ. ვისაც სურს დიდი სულიერი სიმაღლის მიღწევა, დაე ჯერ გაიაროს ეს მოსამზადებელი ეტაპი.
დასკვნის სახით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, შთაგონების სიტყვა, ყველა მორწმუნისთვის, რომ მათ არამხოლოდ შეუძლიათ, არამედ ვალდებულნიც არიან იღვაწონ იესუს ლოცვით (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) ეგრეთწoდებული ”გონიერი ლოცვით”, იმის მტკიცე რწმენით, რომ მისგან დიდ სარგებელს მიიღებენ, სულიერი ცხოვრების რომელ ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდნენ. სიკვდილის ხსოვნა და სიმდაბლე სხვა ზემოთხსენებულ დამხმარე საშუალებებთან ერთად გვაახლოებს წარმატებასთან.
ფოტო: ბერ იოსებ ვატოპედელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)